ალტე უნივერსიტეტმა თელავში პროფესიების ფორუმი გამართა
ალტე უნივერსიტეტის „პროფესიების რეგიონული ტურნეს” ფარგლებში, პირველი პროფესიების ფორუმი თელავში წარმატებით ჩატარდა.
უნივერსიტეტის მიერ 25 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, თელავის ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებაზე, ალტე უნივერსიტეტმა XI-XII კლასების მოსწავლეებს უმასპინძლა და მათთვის მნიშვნელოვან თუ აქტუალურ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია გაუზიარა.
აბიტურიენტებმა გაიცნეს თანამედროვე, მოთხოვნადი პროფესიები. ასევე, შეხვდნენ ალტე უნივერსიტეტის დეკანებს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება და პროფესიული რჩევები გაუზიარეს.
ფორუმი HR აუთსორსული კომპანია „ფიფლიას” დამფუძნებლის, მარიამ დემურაშვილის ვორკშოპით – „როგორ დავსაქმდე ჩემი ოცნების სამსახურში“ დასრულდა. მარიამმა მოსწავლეებს ის პრაქტიკული ცოდნა გაუზიარა, რაც მათ პირველი პროფესიული ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარებათ.
პროფესიების ფორუმის თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ „პროფესიების რეგიონული ტურნე” გრძელდება და შემდეგი შეხვედრა 31 მარტს, ზუგდიდში გაიმართება.
-
ალტე უნივერსიტეტმა და თსსუ-მ საერთაშორისო კონფერენციას – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ უმასპინძლეს
by ალტე უნივერსიტეტი
-
29–30 ოქტომბერს, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ (AIMCare 2026) გაიმართება
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტს საერთაშორისო ექსპერტები სტუმრობდნენ
by ალტე უნივერსიტეტი