SANGU-ში წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
2 აპრილს, 12:00-დან 17:00 საათამდე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ფოიეში „გამომცემლობა პალიტრა L”-ის წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
უნივერსიტეტის მიერ 26 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება გამომცემლობის მრავალფეროვანი ლიტერატურა, მათ შორის ბიზნესლიტერატურა, მხატვრული ნაწარმოებები, ინგლისურენოვანი კლასიკა, წლის ბესტსელერები, ასევე Liberteens და Liberkids სერიები. წიგნების შეძენა შესაძლებელი იქნება 30-60%-იანი ფასდაკლებით.
დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე გაეცნონ როგორც ახალ გამოცემებს, ისე უკვე პოპულარულ ბესტსელერებს სხვადასხვა მიმართულებით. სანგუს სტუდენტებსა და თანამშრომლებზე განსაკუთრებული შეთავაზებები ვრცელდება.
ღონისძიება მიზნად ისახავს უნივერსიტეტში წიგნის კულტურის ხელშეწყობას და აკადემიური გარემოს გამდიდრებას ხელმისაწვდომი ლიტერატურით.
-
SANGU-ს ორი სტუდენტი, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ იტალიურ უნივერსიტეტში გაემგზავრა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
„ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“ – SANGU-ში მაგისტრანტებისთვის პრაქტიკული სემინარი გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს პროფესორები სამუშაო ვიზიტით რომის მერკატორუმის უნივერსიტეტს ეწვივნენ
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი