GE

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ტესტირების განრიგი ცნობილია – ქულები და საგამოცდო დრო

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღეს, 19 სექტემბერს, უმაღლეს და ზოგიერთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის პროფესიული ტესტირების განრიგი გამოაქვეყნა.

პროფესიული ტესტირება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) 23 სექტემბერს, ხოლო წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში 24 სექტემბერს ჩატარდება.

ტესტირებისთვის გამოყოფილი დრო შეადგენს 1 საათსა და 30 წუთს.

2023 წელს თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულაა 30 და აპლიკანტს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება მაქსიმალური ქულის 15%-ის დაგროვების შემთხვევაში.

აპლიკანტმა პროფესიულ ტესტირებაზე თან უნდა იქონიოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფერადი ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

“დეტალური ინფორმაცია პროფესიული ტესტირების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ მითითებულია საგამოცდო ბარათზე, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე – vet.emis.ge. პროფესიული ტესტირების გავლა სავალდებულოა, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით”, განმარტავს განათლების სამინისტრო.

ტესტურ დავალებათა ნიმუშები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური