პროკურატურის ორგანოებში მუშაობის მსურველ პირთა მონაცემთა ბაზის ფორმირება
იუსტიციის სასწავლო ცენტრში 2 აგვისტოდან იწყება საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამუშაოდ გამწესების მსურველ პირთა მონაცემთა ბაზის ფორმირების კონკურსის პირველი ეტაპი – ტესტირება.
ტესტირების პროცესის უზრუნველსაყოფად სასწავლო ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს სამი კომპიუტერული აუდიტორია. ტესტირება კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით მიმდინარეობს, რაც უზრუნველყოფს სწრაფი და კომფორტული სერვისის შეთავაზებას მონაწილეებისათვის. აპლიკანტები ტესტირების დასრულებისთანავე ეცნობიან საკუთარ შედეგებს, რაც პროცესს უფრო სწრაფს, მოქნილს და გამჭვირვალეს ხდის.
ტესტირება ტარდება ორ ეტაპად:
1. ზოგადი უნარების ტესტი
ტესტი შედგება ვერბალური და მათემატიკური ნაწილისაგან. ტესტის მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 100-ს, ხოლო ერთი სწორად გაცემული პასუხისთვის აპლიკანტს ემატება 1 ქულა.
ტესტი შედგება 5 ნაწილისგან და შეკითხვათა რაოდენობა გადანაწილებულია შემდეგნაირად:
– ლოგიკა – 20 წინადადებების შევსება – 20
– ანალოგიები – 20
– სიტყვების ტესტი – 20
– მათემატიკური ნაწილი – 20
ტესტირების ხანგრძლივობაა 3 საათი.
ტესტირების პირველ ეტაპზე მაქსიმალური 100 ქულიდან გამსვლელ ქულად განისაზღვრა 75 ქულა. ტესტირების მეორე ეტაპს გაივლიან მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებიც გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს.
2. პროფესიული ტესტირება
მეორე ეტაპი (პროფესიული ტესტირება) ჩატარდება პირველი ეტაპის ჩატარებიდან გონივრულ ვადაში და მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილი თემებიდან ისეთ საკითხებს, რომელთა ფლობა აუცილებელია პროკურორისა და გამომძიებლისათვის:
ა) კონსტიტუციური სამართალი;
ბ) ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია;
გ) ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია;
დ) სისხლის სამართლის საქმეებში ურთიერთდახმარების შესახებ 1959 წლის ევროპული კონვენცია;
ე) სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენცია;
ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
თ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
ი) სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი.
ტესტირების ხანგრძლივობაა 3 საათი.
მეორე ეტაპზე (პროფესიული ტესტირება) გამსვლელ ქულად განისაზღვრა მაქსიმალური 100 ქულიდან 75, წარმატებული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.
გასაუბრება კანდიდატებთან ჩატარდება პროფესიული ტესტირებიდან გონივრულ ვადაში და გულისხმობს მონაცემთა ბაზაში განთავსების მსურველ პირთა შესაბამისობის შეფასებას პროკურორისა და გამომძიებლისათვის წაყენებული მოთხოვნებისადმი.
-
იუსტიციის სასწავლო ცენტრში ზოგადი მენეჯმენტის ტრენინგი ჩატარდება
by საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი
-
იუსტიციის სასწავლო ცენტრში საზოგადოებრივი ცენტრების ოპერატორთა გადამზადების კურსი იგეგმება
by საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი
-
იუსტიციის სამინისტროს ყვარლის სასწავლო ცენტრში მიგრაციის საკითხებზე ტრენინგი გაიმართება
by საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი