GE

ქუთაისის უნივერსიტეტსა და ავსტრიის ბურგენლენდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის უნივერსიტეტსა და ავსტრიის ბურგენლენდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას განამტკიცონ და განავითარონ მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნეს ადმინისტრირების, ტურიზმის მენეჯმენტის, ეკონომიკის და ფინანსების სფეროში, ასევე დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი სემინარები თუ კონფერენციები, სტუდენტების თუ აკადემიური პერსონალის მობილობა, სამეცნიერო კვლევით პროექტებში მონაწილეობა და ინფორმაციის/გამოცდილების ურთიერთგაზიარება.

აღსანიშნავია, რომ არსებული პარტნიორობის საფუძველზე ავსტრიის ბურგენლენდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში უკვე იმყოფება ტურიზმის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური