2026 წლის მიღების აბიტურიენტებს კახა ბენდუქიძის საქველმოქმედო ცოდნის ფონდი 4 200 000 ლარით დააფინანსებს
2026 წლის მიღების აბიტურიენტებს, რომლებიც ჩაირიცხებიან თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში, კახა ბენდუქიძის საქველმოქმედო ცოდნის ფონდი, 4 წლის განმავლობაში 4 200 000 ლარით დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად უნივერსიტეტებმა 12 დეკემბერს გამოაქვეყნეს.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პირობები აბიტურიენტებისთვის, როგორც წინა წლებში, რჩება სტაბილური და მყარი – არ იგეგმება არც სწავლის საფასურის ცვლილება და არც უცხოელი სტუდენტების მიღება შემოსავლების გაზრდის მიზნით.
მათი ცნობით, ცოდნის ფონდი ფინანსურად მხარს დაუჭერს:
- ყველა სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტს, რომელიც ჩააბარებს თავისუფალ ან აგრარულ უნივერსიტეტში და სრულად დაუფინანსებს 4-წლიან სწავლებას;
- ყველა აბიტურიენტს, რომელიც ჩააბარებს თავისუფალ უნივერსიტეტში. მათ გადაეცემათ 4-წლიანი სწავლის საფასურის თანადაფინანსების გრანტი;
- აბიტურიენტებს, რომლებსაც თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროგრამების მიხედვით ექნებათ საუკეთესო შედეგები ერთიან ეროვნულ გამოცდებში;
- საერთაშორისო და ეროვნული ოლიმპიადების ყველა პრიზიორს, რომლებსაც ფონდიდან სასწავლო გრანტი გადაეცემათ;
- შემეცნებით კონკურსებში გამარჯვებულ აბიტურიენტებს, რომლებიც მიიღებენ სასწავლო ვაუჩერებს სწავლის საფასურის დასაფინანსებლად.
„საქველმოქმედო ცოდნის ფონდი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები კვლავაც აგრძელებენ დამფუძნებლის მიერ განსაზღვრული მისიის პასუხისმგებლობით განხორციელებას ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდების ხარისხიანი და კონკურენტული განათლების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თავისუფალი უნივერსიტეტი ერთადერთი უმაღლესია, სადაც 2025-2026 სასწავლო წლის მიღებისთვის გამოცხადებული ადგილები ბაკალავრიატზე (627) სრულად შეივსო.
-
თბილისის ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა
by სკოლამდელი განათლება
-
პრემიერ-მინისტრმა Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა
by მასმედია
-
პოლიციის აკადემია უნივერსიტეტი გახდება და ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე განხორციელდება
by მასმედია