რა 10 ჩვევა ახასიათებს საუკეთესო მოსწავლეს ან სტუდენტს?
ამ სტატიით ჩვენ შევეცდებით დავეხმაროთ მოსწავლეებს, აღმოაჩინონ ეფექტური სწავლის რამდენიმე ხერხი და ტექნიკა, რაც დაეხმარებათ მათ სრულად გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი.
იყო ეფექტური მოსწავლე უმრავლეს შემთხვევაში თავად შენზეა დამოკიდებული, ანუ რამდენად შეგიძლია ეფექტურად სწავლა.
ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება არის რეალისტური და მიღწევადი მიზნების დასახვის უნარი, რომელსაც გარკვეულ პერიოდში განახორციელებ. მიზნის დასახვა გეხმარება, რომ ჩართული იყო სწავლის პროცესში. წარმატების სურვილი კი შენს მოტივაციას ამახლებს.
ერთ-ერთი საუკეთესო გზა მიზნის მისაღწევად არის ის, რომ მოსწავლემ/სტუდენტმა ორი სახის მიზანი დაისახოს: მოკლევადიანი და გრძელვადიანი. მაგალითად მოკლევადიანი მიზანი: მასწავლებელი აძლევს სტუდენტებს ამოცანებს, რომლებიც მათ უნდა დაასრულონ ერთი გაკვეთილის განმავლობაში – მაგალითად, “დაასრულეთ ეს სამუშაო ფურცელი ზარის დარეკვამდე”. გრძელვადიანი მიზანია, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეებს მთელი სემესტრის მანძილზე შესასწავლ საკითხებს მისცემს. ყველაზე ეფექტურ მოსწავლეებს შეუძლიათ, აღიარონ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, ეს კი მათ საშუალებას აძლევს, დაისახონ რთული, მაგრამ მიღწევადი მიზნები.
კიდევ ერთი ჩვევა, რომელსაც წარმატებული სტუდენტები/მოსწავლეები ფლობენ ეს არის უნარი ჩაერთონ სხვადასხვა სახის საქმიანობაში. მათ აქვთ ბუნებრივი სურვილი, რომ ისწავლონ და გააკეთონ ყველაფერი კარგად. ეფექტურ მოსწავლეებს პრაქტიკული მიდგომა ეხმარებათ მეცადინეობის პროცესი სასიამოვნო პროცესად აქციონ. ამავე დროს, იზრდება დამახსოვრების და მიღებული ცოდნის გამოყენების შანსი. ისინი, ვინც 100%-ით იყენებენ საკუთარ ძალისხმევას, როგორც წესი, აღწევენ დასახულ მიზნებს და ახორციელებენ დაგეგმილ ამოცანებს.
კიდევ ერთი ხასიათის თვისება, რომელიც დამახასიათებელია ეფექტური სტუდენტებისთვის. ზოგს ჰგონია, რომ ყველაზე წარმატებულია ის, ვინც მუშაობს მუდმივად და იმყოფება დიდი წნეხის ქვეშ – დაიმახსოვრეთ, ეს ყოველთვის ასე არ არის. რეალურად, ის ვინც მოძებნის ბალანსს მუშაობასა და სწავლას შორის, სწორედ ის მიაღწევს საუკეთესო შედეგს სწავლაში.
იდეა კი შემდეგ ფაქტს ეფუძნება: მნიშვნელოვანია, ტვინს მივცეთ შესვენების დრო. მაგალითად ძილი, რომლის დროსაც სხეული ისვენებს და ენერგიას აღიდგენს. ინტენსიური მუშაობა ხელს უწყობს სტრესის მიღების შანს, რომელიც რეალურად, არ წაადგება სწავლის პროცესს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჯანმრთელი მიდგომა იქნებოდა ის, რომ დაგეგმოთ, თუ რას გააკეთებთ კონკრეტულ დროში. მაგალითად, “მე ვაპირებ, ნახევარი საათით გადავხედო გამრავლების ცხრილს და შემდეგ გავისეირნო.”
ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი ჩვევა ჩამოვთვალეთ, რომელსაც ეფექტური სტუდენტი ან მოსწავლე ფლობს.
გახსოვდეთ, საკუთარი ძალების რწმენა, შეუპოვრობა და სიმტკიცე, თანაბრად აუცილებელია. ყველა ამ თვისებების და ტექნიკის ფლობა დაგეხმარებათ მიაღწიოთ თქვენ მიზნებს, როგორც ადამიანმა და როგორც მოსწავლემ.
წყარო: teach-nology.com
ი.გ.