რა დავალებები შეხვდათ გამოცდაზე საგრანტო კონკურსის მონაწილე სტუდენტებს
„საგრანტო კონკურსზე შედარებით რთული ლოგიკური დავალებების ნაწილი იყო, დანარჩენი ყველაფერი გამიმარტივდა“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს 2022 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდიდან გამოსულმა აპლიკანტმა, ავთო სტურუამ განუცხადა.
სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაუმჯობესების მსურველთათვის გამოცდა დღეს, 6 ივლისს, მეორე სესიაზე ჩატარდა.
გამოცდიდან გამოსული სტუდენტის თქმით, გააზრების დავალებაში ორი ტექსტი მიუვიდა, მათგან ერთი B ვიტამინის ფუნქციონირებას შეეხებოდა, მეორე კი ფილოსოფოსების მოსაზრებებზე იყო – რა არის ადამიანი.
„ლოგიკური მსჯელობის დავალებაში მოცემული გვქონდა ერთი თეზისი და ამის მიხედვით უნდა გაგვეცა ლოგიკური პასუხები. რაც შეეხება რაოდენობრივს, აქ უფრო მათემატიკური დავალებები იყო და მოცემული გვქონდა როგორც მაგალითები, ისე ამოცანები, განსაკუთრებული არაფერი“, – გვითხრა აპლიკანტმა.
2022 წლის ზაფხულის გამოცდების ფარგლებში ჩასატარებელ სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 2500-ზე მეტი სტუდენტი იყო დარეგისტრირებული.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
მოამზადა გოგა ნიჟარაძემ
-
სტუდენტთა რეიტინგული სია, რომლებმაც 2025 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის პირველადი შედეგები და სწორი პასუხები ცნობილია – გამოცდები 2025
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
რომელი მიმართულებებით დაემატება ავტობუსები ზაფხულის გამოცდებისათვის თბილისის მასშტაბით – სია 2025
by აბიტურიენტებისათვის