რა კრიტერიუმებით შეფასდება მასწავლებელთა 2019 წლის ნოემბრის გამოცდის შემდეგ ტესტური ნამუშევრები?
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, კახა ჯამბურიას ბრძანების თანახმად, განისაზღვრა 2019 წლის ნოემბერში დაგეგმილ მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე გამოყენებული ტესტების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები. ბრძანებაში აღნიშნული კრიტერიუმები გაწერილია საგნების მიხედვით.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ნოემბერში დაგეგმილ გამოცდაზე ტესტირების საფუძველზე მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საგნის ცოდნის გარდა შეუმოწმდებათ სხვა უნარ-ჩვევებიც, მაგალითად როგორიცაა კრიტიკული აზროვნების უნარი, დარგობრივი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი, საპროგრამო მასალის განზოგადების უნარი და სხვ. შესაბამისად, აპლიკანტს აღნიშნული გამოცდით მოუწევს კომპლექსურად – საკუთარი ცოდნის, შესაძლებლობისა და გამოცდილების საფუძველზე დაადასტუროს კომპეტენცია ამა თუ იმ საგანში.
გთავაზობთ 2019 წლის შემოდგომაზე საგნის გამოცდაზე/საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისთვის ორგანიზებულ ტესტირებაზე ტესტების შეფასების კრიტერიუმებს.
იხილეთ ტესტის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები საგნების მიხედვით
-
სასკოლო ფორმას უსასყიდლოდ ის ოჯახები მიიღებენ, რომელთა სოციალური მდგომარეობაც 65001 ქულაზე ნაკლებით არის შეფასებული – დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები, ტესტი და სწორი პასუხები – გამოცდები 2026
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
გამოქვეყნდა გამსვლელი ქულა ლიტერატურაში, შეფასების სქემა და აბიტურიენტთა შედეგები – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება