რამდენად უქმნის სოციალური ქსელები საფრთხეს კარიერას?
ყველასათვის ცნობილია, რომ საჯარო პოსტი, გამოქვეყნებული Facebook-სა თუ სხვა სოციალურ ქსელში, შესაძლოა სერიოზული ბარიერი გახდეს სამომავლო კარიერისათვის. გამოკვლევამ, რომელიც ახლახანს ჩაატარა კომპანია ”Device Research”-მა, გამოავლინა, რომ ამის შანსი დიდია.
ერთ-ერთი სკოლის პედაგოგმა, ეშლი პეინმა სამსახური მხოლოდ იმის გამო დაკარგა, რომ მას Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული ქონდა ფოტო, რომელზეც გადაღებულია ერთ ხელში ლუდის, ხოლო მეორეში ღვინის ჭიქით. მას შემდეგ, რაც ამ ქალბატონმა ეს ფოტო გამოაქვეყნა, მოსწავლეების მშობლები აღშფოთდნენ, საჩივრით მიმართეს სკოლის ხელმძღვანელობას და მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამწუხარო ფაქტია, თუმცა კარგად ასახავს სოციალური ქსელების უარყოფით ზემოქმედებას სამსახურზე.
”Device Research”-ის გამოკვლევამ ცხადყო, რომ დამსაქმებლები ძალიან ხშირად ამოწმებენ თავიანთი პოტენციური თანამშრომლების სოციალურ ქსელში განთავსებული პირად გვერდებს. მათ დასაქმებაზე უარის თქმა ან სამსახურიდან გათავისუფლება შეუძლიათ ერთი პოსტის ან ფოტოს გამო. ყურადსაღებია სტატისტიკა – 16-დან 34 წლამდე ასაკის ყოველი მე-10 ადამიანი, ცხოვრებაში ერთხელ მაინც დამდგარა ფაქტის წინაშე, როცა სოციალურ ქსელებში ამა თუ იმ ფორმით აქტივობა სამსახურის შოვნაში ხელის შემშლელი ფაქტორი გამხდარა.
მიუხედავად ასეთი სტატისტიკისა, ახალგაზრდების 66% არ ზრუნავს იმაზე, რომ ეს საკითხი მოაგვარონ და საკუთარი სოციალური ქსელის გვერდი სამომავლო კარიერის ხელშემშლელი ფაქტორი არ გახდეს. ადამიანების უმრავლესობა საკუთარ ინტერნეტ-გვერდს აღიქვამს, როგორც მეგობრებისათვის განკუთვნილს და არა დამსაქმებლების დაკვირების ობიექტს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ზოგიერთ შტატში დაიწყო ბრძოლა სოც-მედიაში გამოქვეყნებული პოსტების გამო სამსახურიდან დათხოვნის წინააღმდეგ. შემოღებულია კანონები, რომელთა თანახმად დამსაქმებელს უფლება არ აქვს თანამშრომლებისგან მოითხოვოს მათი სოციალურ ქსელებში მათი პროფაილის პაროლი ან სხვა პირადი ინფორმაცია.
წყარო: http://ubr.ua
-
14 ყველაზე მოთხოვნადი სამუშაო ადგილი 2026 წელს და მათი საშუალო ხელფასები (BLS)
by სამკითხველო
-
სკოლა მხოლოდ დაფასთან გამოძახება და საკონტროლოები არ არის – ანუ როგორ შევაყვაროთ სკოლა
by მოსწავლის მშობელს
-
პროფესიის არჩევა – 10 მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც აბიტურიენტმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას
by სამკითხველო