„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „პოვისლანსკას გამოყენებითი მეცნიერებების აკადემიას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „პოვისლანსკას გამოყენებითი მეცნიერებების აკადემიას“ (პოლონეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ 4 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეთანხმება სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ორმხრივი მობილობის ხელშეწყობას, ასევე სწავლების პროცესისა და საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრირების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენციებში, სამეცნიერო და კვლევით აქტივობებში ერთობლივი მონაწილეობა.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს სამეცნიერო კვლევის სფეროში კოორდინირებული საქმიანობის განვითარებას, საერთო კვლევითი ინტერესების ფარგლებში ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და თანამედროვე ტექნიკური და სამეცნიერო აღჭურვილობის გამოყენების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.
აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის აკადემიურ და სამეცნიერო კავშირებს და ხელს შეუწყობს საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული განათლებისა და კვლევის განვითარებას.
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ დაიწყო „კავკასიის მეორე რეგიონული კურსი ნეიროეპიდემიოლოგიაში“
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუსის დღეები აღინიშნა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელებისთვის კახეთში გასვლითი ტური მოეწყო
by ევროპის უნივერსიტეტი