GRUNI-ში, TESOL პროგრამის კურსდამთავრებული პედაგოგებისთვის ტრენინგი გაიმართა
6 მარტს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, TESOL პროგრამის კურსდამთავრებული პედაგოგებისათვის, პროფესიული განვითარების ტრენინგი გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტრენინგი ჩატარდა პროგრამის – English Language Specialist ფარგლებში და მას არიზონას უნივერსიტეტის ინსტრუქტორი, ჯოშუა მაკლევერი უძღვებოდა.
ტრენინგის – „Large Language Models in the Classroom: Where We Stand, What We Can Gain, and Best Practices for Their Use“, მონაწილეებმა განიხილეს დიდი ენობრივი მოდელების (LLMs), მათ შორის, ChatGPT-ის საფუძვლები, ისაუბრეს ხელოვნურ ინტელექტზე გადაჭარბებული დამოკიდებულების შესაძლო რისკების შესახებ, გაეცნენ სასწავლო პროცესში AI-ის გამოყენების საუკეთესო პრაქტიკას პედაგოგიური და ეთიკური სტანდარტების დაცვით.
მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ტრენინგების კვირეულმა კიდევ ერთხელ დაადასტურა GRUNI-ს ერთგულება განათლების სფეროში პროფესიული განვითარების მხარდაჭერისა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერების მიმართ.
-
GRUNI-ს სტუდენტები საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობდნენ
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს მდგრადი განვითარების ცენტრმა გაეროს PRME-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დანაყოფის სესიაზე პრეზენტაცია წარადგინა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI, პარტნიორის სტატუსით, საგანმანათლებლო პროექტში – „ტრეიდინგისა და ინვესტიციების ფორუმი 2026“ მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი