„ევროპის უნივერსიტეტში“ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა
4, 5 და 6 მარტს, „ევროპის უნივერსიტეტში“, სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის მხარდაჭერით, „ქალთა გაძლიერების კვირეული“ გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 9 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინიციატივის მთავარი მიზანი ქალთა უფლებების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება იყო.
კვირეულის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ მრავალფეროვან საგანმანათლებლო და შემეცნებით აქტივობებში.
შეხვედრების ფარგლებში განხილული იყო ქალთა მენტალური ჯანმრთელობისა და ემოციური რეგულაციის მექანიზმები, გაიმართა თავდაცვის პრაქტიკული ვორკშოპი, სადაც სტუდენტებმა კრავმაგას ძირითადი ტექნიკები შეისწავლეს.
პროგრამა მოიცავდა ბგერითი თერაპიისა და იოგის სესიას, რომელიც ფიტნეს დარბაზ „Vortex“- ში გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებს. ასევე, დისკუსიის ფორმატში მონაწილეებმა იმსჯელეს ქალთა უფლებებზე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
ქალთა გაძლიერების კვირეული „ევროპის უნივერსიტეტის“ პოპ ჯგუფის, ქორეოგრაფიული ანსამბლისა და კაპელას ერთობლივი კონცერტით დასრულდა.
პროგრამაში ჩართულ ყველა მონაწილეს დასწრების დამადასტურებელი სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ არქეოლოგიის IV საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებმა უნგრეთში, „ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში“ პრაქტიკა გაიარეს
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის, ალვინ ტურაის კვლევითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი