GE

რამდენი სკამია კაფეში – გონებრივი სავარჯიშო მათემატიკის მოყვარულებს

მოცემული გამოცანა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროექტიდან NRICH არის აღებული.

გამოცანა კაფეში სკამებისა და მაგიდების რაოდენობას შეეხება. მაშ ასე, შეამოწმეთ თქვენი მათემატიკური შესაძლებლობები:

ქალაქის კაფეში ყოველ მაგიდას 3, თითო სკამს – 4, ყველა სტუმარს და დაწესებულების 3 თანამშრომელს კი 2-2 ფეხი აქვს.

ყოველ მაგიდასთან 4 სკამია. მაშინ, როდესაც სტუმრებს ყველა სკამის ¾ დაკავებული აქვთ, კაფეში ჯამში 206 ფეხია.

რამდენი სკამია კაფეში?

სცადეთ ანგარიშის თქვენი მეთოდით დაადგინოთ სწორი პასუხი და მხოლოდ ამის შემდეგ წაიკითხეთ ფოტოს ქვევით მოცემული ტექსტი

სწორი პასუხის მიღება რამდენიმე ხერხით არის შესაძლებელი. გთავაზობთ ერთ-ერთ  მათგანს!

206 უნდა გამოვაკლოთ 6 ფეხი, რომელიც კაფეს პერსონალს ეკუთვნის = 200 ფეხს.

საშუალოდ თითო მაგიდას აქვს: მაგიდის 3 ფეხი, სკამის 16 ფეხი და სტუმრის 6 ფეხი (ამოცანის პირობის თანახმად, ვიცით, რომ მათ კაფეში ყველა ადგილის ¾ უჭირავთ) – ჯამში 25 ფეხი.

200 უნდა გავყოთ 25-ზე და ამგვარად მაგიდების საერთო რაოდენობას – 8 მივიღებთ.  ვინაიდან თითო მაგიდასთან 4 სკამია, შეგვიძლია გავიგოთ სკამების საერთო რაოდენობა: 8X4=32.

შესაბამისად სწორი პასუხი: კაფეში სულ 32 სკამია!

მსგავსი სტატიები:

რამდენი საზამთროა? – ტვინის გასავარჯიშებელი გამოცანა ხრიკით

ერთი მარტივი ამოცანა, რომელშიც მათემატიკა უძლურია

თუ თქვენ ამ ამოცანას ამოხსნით, ნამდვილი გენიოსი ხართ

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: bbc.com

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური