GE

რას სთავაზობს აბიტურიენტებს GRUNI-ს ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამა, რომელმაც აკრედიტაცია მოიპოვა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ახალმა, 3-წლიანმა ქართულენოვანმა და ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამებმა – „ხელოვნური ინტელექტი და პროგრამირება ბიზნესში“, 7-წლიანი უპირობო აკრედიტაცია მოიპოვა.

გაინტერესებს ბიზნესის კონცეფციები, ხელოვნური ინტელექტი და პროგრამირება?

პროგრამაზე სწავლა შესაძლებლობას მოგცემს:

  • გაეცნო ბიზნესის გარემოს, ფინანსებს, მარკეტინგსა და ადამიანური რესურსების მართვას;
  • შეისწავლო მენეჯმენტის თანამედროვე პრინციპები, სტრატეგიები და ტექნოლოგიები ბიზნეს რესურსების ოპტიმიზაციისთვის;
  • შეიძინო სიღრმისეული ცოდნა მენეჯერული როლებისა და პასუხისმგებლობების შესახებ;
  • განივითარო გადაწყვეტილების მიღების უნარები სიტუაციების შეფასებისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების მიზნით;
  • გამოიყენო თეორიები და ინსტრუმენტები ადამიანური რესურსების პროცესების, მარკეტინგული სტრატეგიებისა და ლოჯისტიკური ოპერაციების ეფექტურად მართვისთვის;
  • გაცვლითი პროგრამებით ისწავლო მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.

სწავლის დასრულების შემდეგ, დასაქმებას შეძლებ შემდეგი მიმართულებებით:

  • ტექნოლოგიების მენეჯმენტი
  • ტექნოლოგიური სტრატეგიების შემუშავება და ბიზნესის სხვადასხვა ფუნქციებში
  • თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება
  • ოპერაციების მენეჯმენტი
  • მარკეტინგის მენეჯმენტი
  • გაყიდვების მენეჯმენტი
  • ადამიანური რესურსების მენეჯმენტი
  • ლოჯისტიკის მენეჯმენტი
  • ფინანსების მენეჯმენტი

შეისწავლე გრუნის ახალი პროგრამა – ხელოვნური ინტელექტი და პროგრამირება ბიზნესში და გახდი კონკურენტუნარიანი სპეციალისტი როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური