GE

რატომ არის აუცილებელი ბავშვს ხელით წერა ვასწავლოთ და არა კლავიატურით? ტოპ 5 მიზეზი

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ფინეთის ზოგიერთი სკოლა უმცროსკლასელებისთვის განკუთვნილი წერის გაკვეთილზე უარს ამბობს. ითვლება, რომ პირველკლასელის ლამაზი ხელწერა წარსულის გადმონაშთია. როგორ ვასწავლოთ პატარას ხელით წერა და საერთოდ ღირს მისი კალიგრაფიით წვალება?

ვითომ რა არის ცუდი იმაში, რომ ბავშვები ხელში რვეულის ნაცვლად პლანშეტს იღებენ ან ტექსტს კლავიატურაზე კრეფენ? აღმოჩნდა, რომ ბავშვისთვის ხელით წერის სწავლა მისთვის მეტყველების, წვრილი მოტორიკისა და თვალის საზომის განვითარებაში დახმარებას ნიშნავს. როგორ?

რაც უფრო უკეთესად წერ, მით უფრო სწრაფად კითხულობ. ასევე გრამატიკულად სწორად საუბრობ! ტვინის ზონები, რომლებიც პასუხისმგებელნი კითხვაზე არიან, საუკეთესოდ სწორედ წერის დროს ვითარდება. და რაც მთვარია – ხელით!

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვს ხელით წერა? მისი მხედველობის განვითარებისთვის

თვლით რომ რვეულში ასოების გამოყვანასა და ობიექტამდე მანძილის განსაზღვრის შესაძლებლობას ერთმანეთთან არანაირი კავშირი აქვს? მაშინ გეტყვით, რომ აღმოსავლეთში ისრის სროლის საუკეთესო ოსტატები სწორედ კალიგრაფები იყვნენ.

ხელით წერის სარგებელი დაწერილი ტექსტის ამოცნობაა

აქ შეიძლება დაგვებადოს კითხვა: რისთვის გვჭირდება ეს? ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის წასაკითხად? აღმოჩნდა, რომ ტვინი გაცილებით დიდ სამუშაოს ხელით დაწერილი ტექსტის წაკითხვის დროს ასრულებს.

როგორ ვასწავლოთ ბავშვს ხელით წერა? გააკეთეთ არჩევანი განათლებაზე

კომპიუტერში ან ტელეფონში ტექსტის აკრეფისას ავტოშემცვლელი ჩვენთვის ყველაფერს წარმოადგენს. მაგრამ ხელით წერის დროს ეს ოინი არ გამოგადგებათ. კეთილი ინებეთ და თვითონ გაიხსენეთ რომელი სიტყვა როგორ იწერება. აი ვარჯიში ტვინისთვის!

აბსტრაქტული აზროვნება და ფანტაზია კალმისა და რვეულის საშუალებით ვითარდება

მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებენ, რომ წარმოსახვა ბევრად უფრო აქტიურად მუშაობს, როცა ტექსტი ხელით იწერება. თუ იმავე წინადადებას კომპიუტერში აკრიფავთ, სავარაუდოდ საერთოდ ვერ გაიგებთ რაზეა მასში საუბარი.

პირველკლასელის ლამაზი ხელწერა კარგი სწავლის საწინდარია

გინდა დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ მეხსიერება ხელით წერის უნართან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ჯერ კიდევ   200 წლის წინ ბავშვებს სასწავლო დაწესებულებაში ასე ასწავლიდნენ: აძლევდნენ ლექსებსა და წიგნებს განსხვავებულ ენაზე, მოსწავლეები კი მათ ხელით იწერდნენ. ამ ყველაფრის შედეგი შესანიშნავი მეხსიერება და სტრიქონების გახსენების უნარია.

თანამედროვე მეცნიერებიც ამტკიცებენ, რომ ხელით წერის უნარი და ინფორმაციის უკეთესად დამახსოვრება ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური