GE

სტომატოლოგიით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის “ევროპის უნივერსიტეტში“ ვორქშოპების სერია გაიმართება

“ევროპის უნივერსიტეტი“ სტომატოლოგიით დაინტერესებულ აბიტურიენტებს პრაქტიკულ ვორკშოპებზე გიწვევთ. მოსწავლეებს საშუალება გექნებათ, გაეცნოთ სფეროს ძირითად პრინციპებს, თანამედროვე მეთოდებს და მონაწილეობა მიიღოთ პრაქტიკულ აქტივობებში სიმულაციური მულაჟების გამოყენებით.

მომავალი პროფესიის უკეთ შესასწავლად ვორკშოპებზე დასწრებით შეძლებთ მოირგოთ სტომატოლოგის როლი და გამოსცადოთ თავი სხვადასხვა მანიპულაციებში.

ვორკშოპები გაიმართება 16, 23, 30 იანვარს და მოიცავს შემდეგ თემებს:

16 იანვარი, 16:00 საათი – ექსტრაქცია და ანესთეზია

ვორკშოპზე აბიტურიენტები გაეცნობით სტომატოლოგიაში ყველაზე მნიშვნელოვან პროცედურებს – კბილის ექსტრაქციას და ანესთეზიას. ისწავლით მათ ძირითად პრინციპებსა და ტექნიკებს. თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ კი თავად შეძლებთ იმუშაოთ ფანტომებზე და მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება კვალიფიციური სტომატოლოგების დახმარებით.

23 იანვარი, 16:00 საათი – ქიმიური გათეთრება

აღნიშნული ვორკშოპი მონაწილეებს დეტალურად გააცნობს გათეთრების თანამედროვე მეთოდებს, მათ შორის, ქიმიურ და საოფისე გათეთრების პროცესებს. მონაწილეები გაეცნობიან როგორ მუშაობს გათეთრების მექანიზმი, რა ჩვენებები და უკუჩვენებები უნდა გაითვალისწინონ პროცედურის ჩატარებისას.

30 იანვარი, 16:00 საათი – პირის ღრუს პროფესიული წმენდა და პირის ღრუს მოვლის საშუალებები

პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნება თითოეული პროცედურის ჩატარების შემდეგ პაციენტებისთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ, ვორკშოპის ფარგლებში გაიგებთ როგორ გამოიყენოთ პირის ღრუს მოვლის სხვადასხვა საშუალება, როგორ შეარჩიოთ პროდუქტები ყოველდღიური ჰიგიენისთვის და რა მნიშვნელობა აქვს პროფილაქტიკურ წმენდას.

შეხვედრის მეორე ნაწილში მულაჟების გამოყენებით განივითარებთ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და თავად იმუშავებთ შესაბამისი ხელსაწყოებით.

ვორკშოპებზე დასწრება თავისუფალია ყველა აბიტურიენტისთვის. გთხოვთ, სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირდეთ ბმულზე: docs.google.com

“ევროპის უნივერსიტეტი“ არის ადგილი, სადაც შეგიძლია გამოსცადო ყველაფერი, რის სწავლასაც გადაწყვეტ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური