GE

GRUNI-ს ზამთრის სკოლა 2025 – უპრეცედენტო პროგრამა სტუდენტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი გრუნის სტუდენტებს სთავაზობს უპრეცედენტო პროგრამას.

2025 წლის 24-26 იანვარს, „საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან“ თანამშრომლობით, უნივერსიტეტი აწყობს პირველ ზამთრის სკოლას: „ეფექტური კომუნიკაცია/მოლაპარაკებების ხელოვნება“.

ზამთრის სკოლა არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს პროფესიულ განვითარებასა და ახალი უნარების შეძენაში. სტუდენტები მიიღებენ ღირებულ გამოცდილებასა და ცოდნას, გაიღრმავებენ კომპეტენციას მედიაციის სფეროში.

პროგრამით დაინტერესებულმა სტუდენტებმა 2025 წლის 15 იანვრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი ელ. ფოსტაზე: winterschool@gruni.edu.ge), რომლის საფუძველზე შეირჩევა ზამთრის სკოლის მონაწილე სტუდენტები.

მონაწილეობა შეუძლია გრუნის ყველა მიმართულების ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს.

სამოტივაციო წერილი უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:

  • ზამთრის სკოლაში მონაწილეობა (რატომ შენ?) ;
  • გამოცდილება ეფექტური კომუნიკაციის/მოლაპარაკების მიმართულებით ან/და რაში
  • გამოადგებათ სკოლის ფარგლებში მიღებული უნარები (როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას უნივერსიტეტის მიზნებისთვის/ცხოვრებაში);
  • რა როლი აკისრია მოლაპარაკებებსა და ეფექტურ კომუნიკაციას საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებასა და ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების საქმეში (გლობალური მიზნები);

ზამთრის სკოლას გაუძღვებიან მოქმედი, სერტიფიცირებული მედიატორები და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.

ზამთრის სკოლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტებზე გაიცემა უნივერსიტეტის და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ერთობლივი სერტიფიკატი.

ფორმატი: ზამთრის სკოლა ითვალისწინებს ორდღიან ინტერაქტიულ ტრენინგს, ჯგუფურ აქტივობებს, პრეზენტაციებს, სასწავლო-სახალისო ფორმატს.

ტრენინგი დაფუძნებულია სწავლება-კეთების მეთოდოლოგიაზე.

ჩატარების ადგილი: კახეთის რეგიონი.

შერჩეული სტუდენტებისთვის სკოლაში მონაწილეობა სრულად დაფინანსდება უნივერსიტეტის მიერ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური