GE

რატომ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი?

GIPA – Place to go!
GIPA, ინსტიტუტი 18 წლიანი გამოცდილებით, ლიდერი საგანმანათლებლო ბაზარზე, რომელიც გამოირჩევა:

• სწავლების მაღალი ხარისხით
• კვალიფიციური პედაგოგებით
• წარმატებული კურსდამთავრებულებით
• ლიბერალური, თავისუფალი გარემოთი
• დასაქმების მაღალი მაჩვენებლით
• საერთაშორისო, ძლიერი პარტნიორებით.

GIPA საშუალებას აძლევს სტუდენტს მიიღოს დასავლურ სტანდარტებს მორგებული მაღალი ხარისხის განათლება, მისი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები:

• ვროცლავის ( პოლონეთის) უნივერსიტეტი.
• სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტი
• კოლუმბიის უნივერსიტეტი
• ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი.

GIPA აერთიანებს შემდეგ სკოლებს:

მმართველობის სკოლა
მმართველობის სკოლის მიზანია საქართველოს საჯარო და საზოგადოებრივი სექტორებისათვის თავისუფალი და ანალიტიკური აზროვნების მქონე ლიდერების, კვალიფიციური სახელმწიფო მოხელეებისა და მენეჯერების მომზადება.

15 წლის არსებობის მანძილზე მმართველობის სკოლა 800-მდე კურსდამთავრებულს ითვლის, რომელთა 95% წარმატებით არის დასაქმებული სხვადასხვა საჯარო, კერძო, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციაში.

ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სკოლა
ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლაში მოქმდებს ორი სამაგისტრო პროგრამა: ინგლისურენოვანი მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის პროგრამა და ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამა საზოგადოებრივ ურთიერთობებში. ორივე პროგრამა სტუდენტებს აძლევს სათანადო განათლებას იმისათვის რომ მათ წარმატებულად განაგრძონ მუშაობა როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორში.

სამართლისა და პოლიტიკის სკოლა
სამართლისა და პოლიტიკის სკოლა (SLP) 2007 წელს ჩამოყალიბდა.
დღიდან დაარსებისა ჩვენი ინსტიტუტი დინამიურად ვითარდება და იზრდება. ჩვენ ვცდილობთ GIPA-ს კურსდამთავრებულებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ იმ სფეროების განვითარებაში, რომლებიც ქვეყნის ცხოვრების წესს განსაზღვრავენ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოს ჩამოყალიბებას ძლიერ ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოდ. წელს ასევე სკოლა სთავაზობს მომხმარებელს ახალ საბაკალავრო პროგრამას.

სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრიატი
სოციალურ მეცნიერათა საბაკალავრო პროგრამის მიზანია განათლებული, მოაზროვნე, ფართო თვალსაწიერისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე ახალგაზრდების გაზრდა, რომლებიც მზად იქნებიან როგორც დამოუკიდებლად მუშაობისათვის, ისე უფრო მაღალ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის.

სერტიფიცირებული კურსები
ინსტიტუტი ასევე სთავაზობს მომხმარებელს მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსებს სხვადასხვა დისციპლინებში.

სტუდენტური ცხოვრება
GIPA გამოირჩევა ინოვაციურობით, ახალი პროექტების სიუხვით, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტს, მაქსიმალურად შეიგრძნოს სტუდენტური ცხოვრება და ჩაერთოს სხვადასხვა ღონისძიებებში.

პროექტები გათვალისწინებულია არა მხოლოდ GIPA –ს სტუდენტებზე არამედ მათი მიზანია ზოგადად სტუდენტობის ჩართვა სხვადასხვა საინტერესო პროცესებში.

GIPA – ს პროექტები:

კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი და მასში გაერთიანებული მოგზაურთა კლუბი

• ისწავლე თბილისის ისტორია ზაზა აბაშიძისგან
• გაიცანი თბილისური კულტურა ცირა ელისაშვილგან
• მოისმინე თბილისის ამბები დათო ტურაშვილისგან
• ეძებე, იპოვე და გადაიღე თბილისის ღირსშესანიშნაობები გუგა კოტეტიშვილთან ერთად.

შემოგვიერთდით და ერთად გავიცნოთ საქართველო!

• კლუბი ერუდიტი
• GIPA -ს დებატკლუბი.

დასაქმება
ინსტიტუტი ზრუნავს თავისი კურსდამთავრებულების დასაქმებაზე და ამიტომაც აქვს ასეთი მაღალი მაჩვენებლის მქონე დასაქმების სტატისტიკა.

GIPA–ში სუფევს თავისუფალი, ლიბერალური გარემო აქ გასწავლიან იმას თუ როგორ იფიქრო და არა იმას თუ რა იფიქრო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური