GE

რატომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი?

უნივერსიტეტში თქვენ დაგხვდებათ:

• საუკეთესო აკადემიური და ადმინისტრაციული სტანდარტები ორგანიზებული სასწავლო გარემო;
• ადგილობრივი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული პროფესიონალი აკადემიური თანამშრომელი;
• მდიდარი ბიბლიოთეკა (24500 წიგნი) და ტექნიკური ბაზა (280 კომპიუტერი);
• ინგლისურ ენაზე სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება.
• ქართული სექტორები ქართულ ენაზე სწავლის მსურველთათვის;
• თურქული და ქართული ენის უფასო კურსები უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის;
• ყოველწლიური საერთაშორისო კულტურული და საგანმანათლებლო ვიზიტები უცხოეთში, გაცვლითი პროგრამები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის უნივერსიტეტებში.
• სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა შზსუ-ის პარტნიორ წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში ქვეყნის ფარგლებს გარეთ (სურვილისამებრ მიიღებთ ორი უნივერსიტეტის დიპლომს);
• საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ;
• სტუდენტების ჩართულობა მრავალფეროვან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებებში (ლაშქრობები, პიკნიკები, კონცერტები, ქველმოქმედება). კლუბებში და სხვადასხვა წრეებში გაერთიანების შესაძლებლობა.
• სწავლის გადასახადის გამარტივებული და ყველასათვის ხელმისაწვდომი ფორმა (8 თვეზე გადანაწილება, გრანტები, უნივერსიტეტის დაფინანსება).
• ეკოლოგიურად სუფთა გარემო. უნივერსიტეტი მოშორებულია ქალაქის ხმაურს, ყოველდღიურ დაძაბულობას და სასწავლო პროცესი ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში მიმდინარეობს;
• სტუდენტთა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები და სპეციალურად სტუდენტებისთვის შემუშავებული სატრანსპორტო მარშრუტები.
• სტუდენტთა დასაქმების პროგრამები (კურსდამთავრებულთა 98% დასაქმებულია -United Nations Educational, Scientific and Cultural Organization -ს კვლევები).
• 1550 – წარმატებული სტუდენტი – თქვენი ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები რომლებმაც უკვე აირჩიეს „შზსუ“ და გახდნენ ჩვენი დიდი ოჯახის წევრები.

სასწავლო გარემო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში
მოგეხსენებათ სასწავლო გარემო მნიშვნელოვნად განაპირობებს სწავლის ხარისხს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში არსებობს ყველა პირობა იმისათვის, რომ სტუდენტმა მიიღოს მაღალი დონის განათლება. მყუდრო და მეგობრული გარემო. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კეთილმოწყობილი აუდიტორიები. (პროექტორებითა და სმარტ-დაფებით ყველა აუდიტორიაში).

უნივერსიტეტის მთელს ტერიტორიაზე შესაძლებელია უკაბელო ინტერნეტით სარგებლობა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტუდენტთათვის ხელმისაწვდომია 24 500 წიგნი და ელექტრონული ბიბლიოთეკა. ჩვენი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის განყოფილების სტუდენტები სარგებლობენ მათთვის მოწყობილი იმიტირებული სასამართლო დარბაზით.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიები აღჭურვილია ყველა საჭირო კომპიუტერული ტექნიკითა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემური საშუალებებით.

უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსის მესამე სართულზე განლაგებულია 300 კაცზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი. ამავე სართულზეა განლაგებული კაფეტერია, რომელიც ერთდროულად 60 ადამიანს ემსახურება.

მუსიკის მოყვარულთათვის უნივერსიტეტში ჩამოყალიბებულია მუსიკალური კლუბი, სადაც სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტებია: (დრამი, გიტარა, სინთეზატორი, პიანინო, დასარტყამი და ჩასაბერი ინსტრუმენტები), ასევე კონცერტებისათვის განკუთვნილი ხმის სისტემები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეზოში განლაგებულია ჭადრაკის მოედანი, მოწყობილია ღია და დახურული ტიპის სპორტული მოედანები. – საფეხბურთო მოედანი ხელოვნური საფარით და ღია ფრენბურთისა და კალათბურთის მოედანი. გვაქვს ასევე დარბაზი სხვადასხვა სპორტული თამაშობებისათვის, რომელიც მაგიდის ჩოგბურთისა და მაგიდის ფეხბურთისათვის საჭირო დანადგარებით არის აღჭურვილი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბუნებრივად სუფთა, ეკოლოგიურ გარემოში მრავლადაა დასასვენებელი ადგილები, გაშენებულია ბაღი და მწვანე მოლი.

როგორია სწავლის საფასური, შეღავათები და გადახდის პირობები?
ჩვენს უნივერსიტეტში სწავლის დასაფინანსებლად შესაძლებელია სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება ან გადახდის სხვა ალტერნატიული შესაძლებლობების არჩევა:

• სასწავლო გრანტი (სახელმწიფო დაფინანსება), შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფინანსება
• სტანდარტული გადახდა (საფასურის გადანაწილება სემესტრულად), 8 თვეზე გადანაწილებული გრაფიკი;
• სტუდენტური სესხები;

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაფინანსების შესაძლებლობა გექნებათ!

– ეროვნული გამოცდების რეიტინგით პირველ 500 აბიტურიენტს შორის მოხვედრის შემთხვევაში (მიიღებთ უნივერსიტეტის სრულ დაფინანსებას);
– ფაკულტეტზე აკადემიური მოსწრების რეიტინგით პირველ ადგილზე ყოფნის შემთთვევაში (15% დაფინანსება);
– IBSU-ს ყოველწლიურ სასკოლო ოლიმპიადაში წარმატების შემთვევაში (სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება).
– 2012/2013 აკადემიურ წელს ჩატარებული საქართველოს ეროვნული სასკოლო ოლიმპიადის მესამე ეტაპზე წარმატებით გადასვლის შემთვევაში (მიიღებ უნივერსიტეტის სრულ დაფინანსებას)
– ერთი ოჯახის რამდენიმე წევრის სწავლის შემთხვევაში (და-ძმა, მეუღლეები თითოეული მათგანი – 15% დაფინანსდება);
– ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებული ისარგებლებს (50% დაფინანსება).

დასაქმება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს დასაქმებისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტი. უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სხვადასხვა წამყვან, დამსაქმებელ კომპანიებთან, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის ატარებს სხვადასხვა ტრენინგ-სემინარებს: CV-ის წერის კულტურა, სამოტივაციო წერილის შედგენა, ინტერვიუების, მოლაპარაკების წარმოება და სხვა მრავალ საინტერესო თემაზე. სპეციალურად მე-4 კურსელთათვის უნივერსიტეტში შემუშავდა საღამოს სწავლების განრიგი, რადგან დღის განმავლობაში მათი უმეტესობა დასაქმებულია. United Nations Educational, Scientific and Cultural Organization (UNESCO) კვლევის მიხედვით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 98% დასაქმებულია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური