GE

რატომ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი?

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს 20 წლიანი ისტორია და გამოცდილება აქვს. ამ პერიოდის მანძილზე მან ბევრი პროფესიონალი კადრი მოამზადა. დღეს ის დამოუკიდებელი უნივერსიტეტია. მისი კურსდამთავრებულები საქმდებიან როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო ავიაციაში. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმების არეალი მხოლოდ ავიაციით არ შემოიფარგლება.

უნივერსიტეტი აბიტურიენტებს არჩევანს სამ განსხვავებულ ფაკულტეტს შორის სთავაზობს, ესენია:

1. საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის ფაკულტეტი
ფაკულტეტი მომავალი პილოტებისა და ავიამეთვალყურეებისთვის. ორი ყველაზე საინტერესო და საპასუხისმგებლო პროფესია. ბევრისთვის ეს უბრალოდ ბავშვობის ოცნებაა. მათი უმრავლესობა კი, ვინც ამ სპეციალობაზე შეაჩერა არჩევანი, დღეს თავისი საქმის პროფესიონალია.
პრაქტიკული მომზადება მესამე კურსიდან იწყება. თავდაპირველად სასწავლო ტრენაჟორის, შემდეგ კი თვითმფირნავების დახმარებით, სტუდენტები სწავლობენ როგორ მართონ საჰაერო ხომალდი უსაფრთხოდ ნებისმიერ სიტუაციაში.

2. საინჟინრო ფაკულტეტი
ავიაციაში ყველაზე მოთხოვნადი და არანაკლებ საპასუხისმგებლო პროფესია. ეს ფაკულტეტი არჩევანის გაკეთების ყველაზე დიდ შესაძლებლობას იძლევა. მას 7 სხვადასხვა მიმართულება აქვს, რომელთაგან სასურველის არჩევა მეორე კურსიდანაა შესაძლებელი.
საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტების განკარგულებაშია უნივერსიტეტში არსებული ლაბორატორიები და გამოცდილი პროფესორ-მასწავლებლები, რომელთა დახმარებითაც ისინი სრულყოფილად შეისწავლიან საავიაციო სფეროს და პროფესიონალებად ყალიბდებიან.

3. საჰაერო ტრანსპორტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი
განსხვავებული მიდგომა ბიზნესსა და ტურიზმში.
ეს ფაკულტეტი სტუდენტებს საშუალებას აძლევს საკუთარი პროფესიის გარდა, საავიაციო სფეროც კარგად გაიცნონ. შესაბამისად, მათი დასაქმების არეალში შედის როგორც ჩვეულებრივი, ისე საავიაციო მენეჯმენტისა და მართვის სტრუქტურებიც.

მატერიალურ-ტექნიკური ბაზა
საავიაციო უნივერსიტეტს აქვს თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: ლაბორატორიები, სასწავლო ტრენაჟორი, თვითმფრინავები Cessna 152, Piper seneca, A-22, An-28, Boeing 737-200 და საკუთარი აეროპორტი თელავში.
აეროპორტში სტუდენტების პრაქტიკული მომზადებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. აქ არის აეროდრომი (ასაფრენ-დასაფრენი ზოლი), სანავიგაციო კოშკურა, ანგარი – შენობა, რომელშიც ინახება სასწავლო თვითმფრინავები, საერთო საცხოვრებელი, აუდიტორიები და აეროპორტის შენობა.

სტაჟირება და დასაქმება
საავიაციო უნივერსიტეტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელს. სტუდენტებისთვის პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაღრმავების მიზნით, მესამე კურსიდან იწყება სტაჟირებები. კურსდამთავრებულების უმრავლესობა კი, უკვე დასაქმებულია. დასაქმების სფეროებში შედის: ავიაკომპანიები, აეროპორტები, საჰაერო ნავიგაცია, თბილავიამშენი, ძალოვანი სტრუქტურების საავიაციო ქვედანაყოფები, სამშენებლო ორგანიზაციები, ტურისტული სააგენტოები, ბანკები, სამოქალაქო ავიაციის მართვის სახელმწიფო სტრუქტურები, სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებები და სხვა.

პარტნიორები
საავიაციო უნივერსიტეტს პარტნიორები სხვადასხვა ქვეყანაში ჰყავს. მათ შორის არიან:

• ავიასამშენებლო კორპორაცია ბოინგი
• უკრაინის სახელმწიფო საფრენოსნო აკადემია
• კიევის ნაციონალური საავიაციო უნივერსიტეტი
• კლაუსტალის ტექნიკური უნივერსიტეტი
• ბელგიის საფრენოსნო აკადემია
• ჰონგ-კონგის ტექნიკური უნივერსიტეტი
• ვილნიუსის ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტი
• რიგის საჰაერო ნავიგაციის ინსტიტუტი
• Georgian Travel Service

2012 წელს საავიაციო უნივერსიტეტი ყველაზე მოთხოვნად კერძო უნივერსიტეტთა ათეულში მოხვდა.
ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებზე მოთხოვნა და მათი დასაქმების არეალი ყოველწლიურად იზრდება, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ საავიაციო სფერო უფრო და უფრო მოთხოვნადი და პერსპექტიული ხდება.
უნივერსიტეტში არსებული თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და პროფესიონალების დახმარებით, სტუდენტებს საშუალება აქვთ მაღალ დონეზე შეისწავლონ საკუთარი საქმე, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით.

ასე რომ, თუ გაქვთ სურვილი გქონდეთ განსხვავებული, საინტერესო და მოთხოვნადი პროფესია, შემოუერთდით საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს!

წარმატებას გისურვებთ!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური