GE

რე-ტრეინინგი იუსტიციის სახლის თანამშრომელთათვის

21-22 სექტემბერს იუსტიციის სახლის 24 თანამშრომლისთვის გორსა და ბათუმში გადამზადების ტრეინინგები მოეწყო.

ტრეინინგის მოდული მთლიანად ეხმიანება და ასახავს იუსტიციის სახლის მომსახურების სტანდარტს და ხელს უწყობს ეფექტიანი მომსახურების უზრუნველყოფას.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი პერიოდულად ახორციელებს რე-ტრენინგს იუსტიციის სახლის თანამშრომელთათვის. რე-ტრენინგის მიზანია მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.

პროგრამა გაგრძელდება 2013 წლის 5 დეკემბრამდე და მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონის (თბილისი,გორი,გურჯაანი,ბათუმი,ოზურგეთი,ახალციხე,მარნეული,ქუთაისი,თელავი,ყვარელი,რუსთავი) იუსტიციის სახლის 568 თანამშრომელს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური