რეგისტრაციისთვის 3 დღე გაქვთ – ვის შეუძლია დარჩენილ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით, მსურველთა განაცხადების მიღება სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას დღეს, 30 ოქტომბერს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აქვექნებს და განმარტავს, ვის შეუძლია დარეგისტრირდეს.
2023 წელს, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით გამოცხადებული მიღების ფარგლებში, შერჩევის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 30 ოქტომბრიდან 01 ნოემბრის ჩათვლით.
“დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევა, პორტალზე https://rb.gy/q6279 გაეცნოს იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სადაც დარჩენილია თავისუფალი ადგილები და აირჩიოს მისთვის სასურველი.
იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, სადაც შერჩევა ხორციელდება სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების გზით, აპლიკანტი ირჩევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შერჩევის ძირითად ეტაპზე გავლილი აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება და გადალახული აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
სხვა პროფესიული საგანმანათლებო პროგრამის არჩევის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამაზე დაშვების წინაპირობას. რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: info@emis.ge”, – აღნიშნულია EMIS-ის ინფორმაციაში.
-
პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია
by პროფესიული განათლების ამბები
-
პროფესიული სასწავლებელს უფლება ექნება, საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება განახორციელოს
by პროფესიული განათლების ამბები
-
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში მოვშალოთ მენტალობა, რომ უმაღლესი განათლების მიღება აუცილებელია, ვაძლიერებთ პროფესიულ მიმართულებას“
by პროფესიული განათლების ამბები