GE

როგორ ბარდება „ეროვნული გამოცდები“ ფინეთში

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებში, ,,მდგრადი გარემოს გადაწყვეტილებები“ ფინეთი 2016 წლიდან დღემდე პლანეტის ყველაზე ბედნიერი ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს. ის მოწინავე ქვეყანაა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებითაც, რომლებიც მეცნიერებისა და განათლების სფეროებს შეეხება. საერთაშორისო სტუდენტების შეფასების პროგრამისა (PISA) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემებით, უკვე 7 წელია, რაც ფინეთი რეიტინგის ხუთეულის უცვლელი წევრია, როგორც წარმატებული განათლების სისტემის მაგალითი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები, ფინელი მოსწავლეებისთვის მთავარი გამოცდაა, რომელსაც ისინი 19 წლის ასაკიდან აბარებენ და სწავლას უმაღლესში აგრძელებენ. finlandeducation-ის მიხედვით (სამთავრობო სსიპის ოფიციალური საიტი, რომელსაც კოორდინაციიას უწევს ფინეთის განათლების ეროვნული სააგენტო).

ფინეთის განათლების ეროვნული სააგენტო) გამოცდა შემდეგ საგნებში ბარდება:

1. ოფიციალური ენა (ფინური ან შვედური)
2. დედა ენა (ფინური, შვედური ან სამურა)
3. უცხო ენა (მებისმიერი საერთაშორისო ენა)
4. არჩევითი საგანი (ისტორია, მათემატიკა, ფილოსოფია, რელიგიათმცოდნება, ჯანდაცვა, ეთიკა).

ფინეთის Studyinfo-ს ინფორმაციით (ფინეთის განათლების ეროვნული სააგენტოს ვებ-პორტალი), როგორც გამოცდების ჩატარებას, ისე მასთან დაკავშირებულ ყველა საორგანიზაციო აქტივობის შესრულებას სკოლა თავად უზრუნველყოფს. საგამოცდო ტესტის შედგენასა და გასწორებაში ჩართულნი არიან სკოლის მასწავლებლები და ეროვნული საბჭოს წევრები, რომლებსაც სკოლებში განათლების სამინისტრო მიავლენს. იმის გათვალისწინებით, რომ მასწავლებლები მხოლოდ საკუთარი სკოლებისთვის ადგენენ ტესტებს, სხვადასხვა სკოლის აბიტურიენტებს გამოცდაზე განსხავებული კითხვები ხვდებათ.

მოსწავლე თავად ირჩევს საგამოცდო საათსა და რიცხვს და თუკი ის გამოცდაზე შერჩეულ დროს არ გამოცხადდება, აქვს უფლება წარმოადგინოს განცხადება და გამოცდის ჩაბარებისთვის სხვა სესია შეარჩიოს.

საგამოცდო პროცესი ყველა სასწავლებელში ერთდროულად, დილის 10:00 საათიდან იწყება. რაც შეეხება საგამოცდო დროს, ფინეთის შემთხვევაში, აქ ტესტზე მუშაობისთვის გამოყოფილი დრო საგნების მიხედვით არ განსხვავდება. აბიტურიენტს ყოველი გამოცდის ტესტზე სამუშაოდ 6 საათი აქვს. უმაღლესის გამოცდის ჩაბარების უფლება ენიჭებათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც წარმატებით დასრულეს ყველა არჩევითი კურსი, ანუ წარმატებით ჩააბარეს გამოცდა მათ მიერ არჩეულ საგნებში და წარმოადგინეს სერტიფიკატი, დიპლომი, სადაც მათ მიერ დახურული საგნების საბოლოო შეფასებებია ასახული.

აბიტურიენტის მიერ გამოცდაზე მხოლოდ იმ ნივთების შეტანაა შესაძლებელი, რომელიც დაშვებულია სამინისტროს მიერ. თუმცა, თუკი მოსწავლე აბარებს მათემატიკის ტესტს, მას ეძლევა კალკულატორი, ცხრილები, წიგნები, რადგან ტესტის მიზანი სამეცნიერო ცოდნის ნაცვლად, ლოგიკური უნარების, ემპირიული ცოდნის შეფასებაა.

რაც შეეხება ტესტის სირთულეს, თითოეულ ტესტს აქვს ორი დონე: საბაზისო დონე და მოწინავე-აკადემიური, ანუ საშუალო დონე. ერთი ტესტი შედგება კითხვებისგან სამ სავალდებულო საგანში და აბიტურიენტმა მათზე პასუხები ესეს სახით უნდა წარმოადგინოს.

უცხოური ენის შემთხვევაში აპლიკანტს ტესტში გაცილებით მეტი დავალება აქვს. უცხოური ენის ტესტი მოიცავს მოსმენისა და კითხვის გაგების ტექსტებს, გრამატიკული ცოდნის შესამოწმებელ დავალებას და ესეს. სწორედ ამის გამო, შეფასების კომპონენტში ყველაზე მეტი ქულა უცხო ენაზე მოდის.

გამოცდას არ აქვს დაწესებული ზღვარი და მოსწავლე თითოეულ საგანში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულით ფასდება. კერძოდ, გამოცდა ჩაბარებულად ითვლება ე.წ A ქულის შემთხვევაში, რომელსაც დამაკმაყოფილებელ შედეგს უწოდებენ. ეს კი ნიშნავს, რომ 4 სავალდებულო საგნის ტესტის შედეგების შეკრების შემდეგ მიღებული ქულა დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს, სწორედ ეს ითვლება A ქულად, ანუ დამაკმაყოფილებლად.

ის, ვინც სკოლას ამთავრებს და გამოცდებს წარმატებით ჩააბარებს, აქვს უფლება რომ ატაროს სტუდენტური კეპი (ylioppilaslakki).

რაც შეეხება ნაშრომების გასწორების ეტაპს, ფინეთში სკოლის პედაგოგები ჯერ თავად ასწორებენ და აფასებენ აბიტურიენტების ნაშრომებს, ხოლო შემდგომ უკვე შეფასებულ ტესტებს აგზავნიან ეროვნულ საბჭოში. საბჭოს გამსწორებელი კიდევ ერთხელ ამოწმებს ნამუშევარს და სკოლას საბოლოო შეფასებას უბრუნებს. ამის შემდეგ შეფასება სასკოლო ბაზაში აისახება.

აპელაციის პრინციპი ფინეთშიც მოქმედებს და მოსწავლეს აქვს უფლება გაასაჩივროს მიღებული შეფასება. სპეციალური კომისია განიხილავს საჩივარს, აფასებს ტესტს და დებს საბოლოო შეფასებას, რომლიც ხელახალ გასაჩივრებას არ ექვემდებარება და საბოლოოა.

ყველა ზემოაღნიშნული ეტაპის გავლის შემდეგ, აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა. ამისთვის აბიტურიენტი წერს განცხადებას მხოლოდ იმ უნივერსიტეტების სახელზე, რომელთა მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს; ყველა უნივერსიტეტს თითოეულ საგამოცდო საგანში განსხვავებული ბარიერი აქვს დაწესებული.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მომავალ სტუდენტს სამი კრიტერიუმით აფასებს:

1.შეფასება სკოლის დამამთავრებელ გამოცდაზე
2. შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა
3. სტუდენტის რეზიუმე (დამატებითი მიღწევები).

ორთვიანი საგამოცდო პროცესის დასრულებას მოსწავლეები სპეციალურად დაწესებულ დღესასწაულზე ზეიმობენ. საბოლოოდ კი, საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა მხოლოდ 40% ხდება სტუდენტი. ხოლო ჩაჭრილებს გამოცდის ჩაბარება შემოდგომაზე შეუძლიათ. ამ ეტაპზე გამოცდებზე ის პირები გადიან, რომლებიც ან სკოლაშივე ჩაიჭრნენ, ან ვერ დააკმაყოფილეს უნივერსიტეტების მოთხოვნები და უმაღლესი სასწავლებლების მიღმა დარჩნენ. უმაღლესი გამოცდის განმეორებით ჩაბარებისას, მისი წარმატებით დაძლევის მიზნით, სკოლა აპლიკანტებს სპეციალურ უფასო კურსებსაც სთავაზობს.

ფინური სკოლის ერთ-ერთი იდეოლოგი და პროფესორი, ავტორი წიგნისა „ფინური გაკვეთილები“ პასი სალბერგი (Pasi Sahlberg), ამბობს, რომ ფინეთში გამოცდები მოსწავლის საუკეთესო ინტერესების დაცვაზეა მორგებული და ესაა საშუალება, რომ მოსწავლემ აღიქვას საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, მეტი იმუშაოს საკუთარ თავზე, არ შეეშინდეს მარცხის და იცოდეს, რომ წარუმატებლობა უმნიშვნელო და დროებითია.

პასი სალბერგის სტატია, რომელიც ანგრევს მითს მასწავლებლობაზე და პედაგოგთა მომზადებაზე

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური