GE

როგორ გავიგოთ რამდენად აღწევს სკოლა ეროვნული სასწავლო გეგმით და სასკოლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებს – 4 ინსტრუმენტი ინგლისური ენისთვის

მოსწავლეთა შედეგების შეფასება მთავარი საფუძველია იმის გასარკვევად, რამდენად წარმატებულად ინერგება სკოლის დონეზე ეროვნული სასწავლო გეგმა.

EDU.ARIS.GE პედაგოგის, ლალი მერებაშვილის დახმარებით გიზიარებთ ტრენეტის – მარიამ მათიაშვილის წარმოდგენილ ვრცელ დოკუმენტს, რომელიც ინგლისური ენისთვის არის მომზადებული და მოიცავს ოთხ ინსტრუმენტს მიზანთან ერთად, საკლასო და კომპლექსური დავალებების დეტალურ მაგალითებს მისი ორგანიზებისა და შედეგების დეტალური აღწერით:

ინსტრუმენტი I

მიზანი – მოსწავლეთა შედეგების დიაგნოსტირების საფუძველზე სკოლის დონეზე ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შეფასება.

ორგანიზება – პარალელურ კლასებთან მომუშავე „,პირველი უცხოური ენის“ მასწავლებლები თანხმდებიან დათქმულ დროს (მაგალითად, სექტემბერში, აპრილის თვეში და ივნისში) პარალელურ რეჟიმში განახორციელონ იდენტური კომპლექსური დავალებები და რამდენიმე (მაგალითად, სიის მიხედვით ყოველ მეხუთე ბავშვის) მოცემულობა დეტალურად აღწერონ ქვემოთ მოცემული ფორმის გამოყენებით.

ინსტრუმენტის ფორმა

ინსტრუმენტი II

მიზანი – მოსწავლეთა შედეგების დიაგნოსტირების საფუძველზე სკოლის დონეზე ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შეფასება.

ორგანიზება – სკოლა თანხმდება „საკლასო წერის“ ჩატარების დროზე. დათქმულ დროს წერას წერს მაგალითად, საბაზო საფეხურის რომელიმე ერთი (მაგალითად, IX) კლასის ყველა მოსწავლე. „საკლასო წერის“ დაწყებამდე, სულ ცოტა, ერთი კვირით ადრე პედაგოგები მოსწავლეებს სთავაზობენ რესურსს, რომელსაც სპეციალურად „საკლასო წერისთვის“ შექმნილი ტესტური დავალება დაეფუძნება. ეს რესურსი შეიძლება იყო მაგალითად რესურსი Right On p.103. „საკლასო წერა“ ერთდროულად უნდა წეროს ყველა მოსწავლემ. საამისოდ მათ უნდა მიეცეთ 45–90 წუთი.

ინსტრუმენტის ფორმა

ინსტუმენტი III

მიზანი – მოსწავლეთა თვითშეფასების საფუძველზე სკოლის დონეზე ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შეფასება.

ორგანიზება – პარალელურ კლასებთან მომუშავე „პირველი უცხოური ენის “ მასწავლებლები თანხმდებიან დათქმულ დროს (მაგალითად, სექტემბრში, აპრილის თვეში და ივნისში) პარალელურ რეჟიმში განახორციელონ იდენტური კომპლექსური დავალებები. დავალებაზე მუშაობის დასრულების შემდეგ ისინი მოსწავლეებს სთხოვენ შეავსონ თვითშეფასების ქვემოთ მოცემული ფორმა. პედაგოგები რამდენიმე (მაგალითად, სიის მიხედვით ყოველ მეხუთე ბავშვის) თვითშეფასების ფორმა შეაფასონ ქვემოთ მოცემული ფორმის გამოყენებით (იხ. ფორმა ინსტრუმენტისთვის 1):

ინსტრუმენტის ფორმა

ინსტრუმენტი IV

მიზანი – განმავითარებელი შეფასების რუბრიკების ანალიზის საფუძველზე ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შეფასება.

ორგანიზება – სასწავლო წლის დასაწყისში, როდესაც კურიკულუმით განისაზღვრება:
– თუ რა კონტექსტ-მაგალითებზე იმუშავებენ სასწავლო წლის განმავლობაში სასწავლო თემების ფარგლებში;
– რა ქვესაკითხებზე-ქვეცნებებზე-სამიზნე ცნებებზე უნდა იმუშავოს მოსწავლეებმა კონტექსტ-მაგალითებზე და მათზე დაფუძნებულ კომპლექსურ დავალებებზე დაყრდნობით;
– განმავითარებელი შეფასების რუბრიკები, რომლების საშუალებითაც დეტალურად აღწერება, თუ რა მოლოდინი უნდა გვქონდეს მოსწავლისგან კონკრეტულ ქვესაკითხთან (და მასთან ერთად სამიზნე ცნებასთან) მიმართებით (იხ. ქვემოთ მოცემული განმავითარებელი შეფასების რუბრიკა).

ინსტრუმენტის ფორმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური