როგორ დავიბრუნოთ საპრეტენზიო განაცხადისთვის გადახდილი თანხა – მასწავლებლის გამოცდები 2025
2025 წლის მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებში მონაწილე იმ პირებს, რომლებმაც ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას თანხა ზედმეტად გადაიხადეს, აღნიშნული თანხის დაბრუნების თაობაზე განაცხადის წარდგენა ელექტრონულად შეუძლიათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ დღეს, 3 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, თანხის დაბრუნების თაობაზე განაცხადის ელექტრონულად წარდგენა ასევე შეუძლიათ აპლიკანტებს, რომელთაც:
- საპრეტენზიო ვადის ამოწურვამდე არ წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი;
- აღნიშნული ვადის გასვლამდე უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადებზე;
- საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეეცვალათ ტესტის შეფასება.
განაცხადები მიიღება 3 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად ბმულზე
თანხა მითითებულ ანგარიშებზე განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში ჩაირიცხება.
-
როგორ გავასაჩივროთ საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგი – ინსტრუქცია 2026
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე
-
როგორ გავასაჩივროთ მასწავლებლის გამოცდის შედეგი – ინსტრუქცია 2026
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
აბიტურიენტებს ქულების გასაჩივრებისთვის 3 დღე ექნებათ
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი