GE

როგორ დავიმახსოვროთ უცხო სიტყვები პირველივე ჯერზე – მეხსიერების 12 საიდუმლო

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ინგლისურს მთელი ცხოვრების მანძილზე ვსწავლობთ და გრამატიკული წესებიც კარგად ვიცით, უცხოელის შეკითხვას სწარაფად და დაფიქრების გარეშე პასუხს მაინც ვერ ვცემთ. რატომ ხდება ასე?

ჩვენ გადავწყვიტეთ გავერკვიოთ ამ „უსამართლობაში“ და უცხო სიტყვების სწავლის საუკეთესო მეთოდი ვიპოვოთ. არსებობს დამახსოვრების უნივერსალური ფორმულა, რომელიც გერმანელმა ფსიქოლოგმა – ჰერმან ებინგჰაუსმა შემოგვთავაზა და ის ნამდვილად მუშაობს!

რატომ გვავიწყდება?

ტვინი გვიცავს ჩვენ გადატვირთვისგან და ყოველთვის იშორებს თავიდან უსარგებლო ინფორმაციას. სწორედ ამიტომ, ყოველი ახალი ნასწავლი სიტყვა თავდაპირველად არა ხანგრძლივ, არამედ ხანმოკლე მეხსიერებაში ხვდება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მათ არ გამოიყენებთ და არ გაიმეორებთ, ისინი აუცილებლად დაგავიწყდებათ.

ებინგჰაუსის მრუდი

ებინგჰაუსის მრუდი გვიჩვენებს, რომ დასწავლიდან უკვე 1 საათში ჩვენ ინფორმაციის ნახევარზე მეტი გვავიწყდება. ერთ კვირაში კი მისი მხოლოდ 20 % გვახსოვს.

როგორ გვახსოვდეს ყველაფერი

გამეორების უნივერსალური სქემა

იმისათვის, რომ სწრაფად დავიმახსოვროთ

იმისათვის, რომ დიდი ხნით დავიმახსოვროთ

იმისათვის, რომ ახალი სიტყვები თავიდან არ ამოგიფრინდეთ, ცადეთ მათი ხანგრძლივ მეხსიერებაში ,,დატევა“. დაზეპირება ამ შემთხვევაში არ არის ეფექტური, ვინაიდან ტვინი ინფორმაციის სწრაფად გააზრებასა და მყარი ასოციაციური კავშირის შექმნას ვერ ასწრებს. თუ გსურთ, რომ სიტყვები უფრო დიდი ხნის მანძილზე გახსოვდეთ, უმჯობესია დამახსოვრების პროცესი რამოდენიმე დღეზე ან კვირაზეც კი გაიწელოს. ამასთან, თითოჯერ გამეორებაც საკმარისია. ამაში ხელნაკეთი ბარათები და ისეთი სპეციალური პროგრამები დაგეხმარებათ, როგორიცაა: Anki (Android, iOS) ან SuperMemo (Android, iOS).

ახალი სიტყვების დამახსოვრების კიდევ 11 მეთოდი

  • ისწავლეთ გააზრებულად. გააზრებული მასალა 9-ჯერ უფრო სწრაფად დაგამახსოვრდებათ.
  • ჩამოაყალიბეთ სიტყვების სია, რომელიც საჭიროა დიალოგის დასამყარებლად. მასში მხოლოდ 300-400 სიტყვა შედის და ისინი პირველ რიგში უნდა დაიმახსოვროთ.
  • გაითვალისწინეთ, რომ უკეთესად სიის დასაწყისი და ბოლო დაგამახსოვრდებათ. (კიდის ეფექტი).
  • აუცილებელია ყურადღება არჩეულიდან სხვა თემაზე გადაიტანოთ. გახსოვდეთ, რომ ერთმანეთის მსგავსი მოგონებები ერთმანეთში ირევა (ინტერფერენციის მეთოდი) და „ფაფად“ იქცევა.  
  • ერთმანეთის საპირისპირო სიტყვები ერთდროულად ისწავლეთ. მაგალითად თუ იმახსოვრებთ სიტყვას day, არ დაგავიწყდეთ სიტყვა night. ანტონიმები უფრო სწარაფად და მარტივად დაგამახსოვრდებათ.
  • შექმენით თქვენი ,,მეხსიერების დარბაზები“. მეთოდის არსი იმაშია, რომ სასწავლი სიტყვები კონკრეტულ ადგილს დაუკავშიროთ. მაგალითად, ოთახში გადაადგილების დროს, ახალი სიტყვები ინტერიერის ცალკეულ დეტალებს დაუკავშირეთ, გაიმეორეთ რამდენიმეჯერ და გამოდით ოთახიდან. ცოტა ხნის შემდეგ მეხსიერებაში ოთახი და მასთან ერთად ნასწავლი სიტყვები აღადგინეთ.
  • ახალი სიტყვები უკვე ნაცნობს დაუკავშირეთ. მაგალითად სიტყვა heel (ქუსლი) აქილევსის ქუსლის ისტორიას შეგიძლიათ შეუსაბამოთ.
  • შეთხზეთ მოთხრობები. თუ თქვენ სიტყვების დამახსოვრება კონკრეტული თანმიმდევრობით გჭირდებათ, ცადეთ მათი იმპროვიზირებულ მოთხრობაში გამოყენება. მთავრია, რომ თითოეული მათგანი ერთმანეთთან სიუჟეტის მიხედვით იყოს დაკავშირებული.
  • გამოიყენეთ დიქტოფონი. წარმოთქვით სიტყვები და ჩაიწერეთ. შემდეგ კი რამდენიმეჯერ მოუსმინეთ. ეს მეთოდი განსაკუთრებით ხელსაყრელი მათთვის იქნება, ვინც ინფორმაციას უკეთესად სმენით აღიქვამს.
  • გააცოცხლეთ და ვიზუალიზაცია მოახდინეთ. ემოციების დასწავლის დროს მიმიკის გამოყენება აუცილებელია, ხოლო სპორტულ თემატიკასთან დაკავშირებული სიტყვების დასწავლისას აუცილებლად იმოძრავეთ. ამგვარად თქვენ სიტყვების მარაგის გამდიდრების გარდა კარგ სპორტულ ფორმასაც შეინარჩუნებთ.
  • არ შეისწავლოთ ენა ლექსიკონისა და სასკოლო სახელმძღვანელოების მიხედვით. თუ თქვენ „სამეფო კარის თამაშები“ მოგწონთ, სცადეთ სიტყვების ამ სერიალის მიხედვით დასწავლა. დამიჯერეთ, ეს ბევრად უფრო საინტერესო იქნება.

დავალებები ვიზუალური მეხსიერების გასავარჯიშებლად (+ფოტო)

20 ინგლისური იდიომა, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: adme.ru

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური