GE

როგორ დავუბრუნდეთ არდადეგების შემდეგ სასწავლო პროცესს სტრესის გარეშე – რჩევები მოსწავლეებსა და სტუდენტებს

ზაფხულში ბავშვებს არც დილით ადრე გაღვიძებას აიძულებენ და არც გაკვეთილების დროულად მომზადება არ უწევთ. გართობის სეზონზე მათი მთავარი მიზანი საინტერესო თავგადასავლების დაგროვებაა.  თითქმის 2-თვიანი დასვენება კი სასწავლო რეჟიმიდან ამოვარდნისთვის სტუდენტებისთვისაც საკმარისი დროა. ასე რომ, გასაკვირი არაა, ზაფხულის არდადეგების  შემდეგ მოსწავლეებსა თუ სტუდენტებს მერხებთან დაბრუნება რომ უჭირთ.

ეს რჩევები დაგეხმარებათ სტრესის გარეშე დაუბრუნდეთ სასწავლო  პროცესს:

1.დაგეგმეთ პირველი დღე სწორად – პირველ დღეს რაც შეიძლება „ლმობიერი“ იყავით საკუთარი თავის მიმართ და შეეცადეთ ძალიან არ გადაიღალოთ.  წინა საღამოს დაგეგმეთ დილის საქმეები,  მოუწესრიგებელი და საუზმის გარეშე ნუ გახვლათ სახლიდან. თუ 8-10-საათიან ძილს მიეჩვიეთ, ეცადეთ ამჯერადაც კარგად გამოიძინოთ.

2.მოემზადეთ ფსიქოლოგიურად – პირველივე დღეს უნდა გქონდეთ გაცნობიერებული, რომ სასწავლო პროცესს უბრუნდებით, ამისათვის საკუთარი თავის მომზადება რამდენიმე დღით ადრე უნდა დაიწყოთ და ფსიქოლოგიურად მოემზადოთ რეჟიმში დაბრუნებისთვის.

3.დაგეგმეთ დღე და მთელი კვირა – შეიძლება,  საქმეების წინასწარ გაწერა არ გიყვარდეთ, მაგრამ სანამ რეჟიმს მიეჩვევით, უმჯობესია, წინასწარ გაანაწილოთ დრო და ის აუცილებელი საქმეები, რომელთა შესრულება უახლოეს მომავალში გიწევთ. ჩამოწერეთ სია, გააკეთეთ გრაფიკები და მართეთ დღე.

ამისთვის შეგიძლიათ მობილური აპლიკაციებიც გამოიყენოთ. მაგალითად, Google Calendar.

4.გაეცანით სასწავლო მასალას – სტუდენტებისა თუ მოსწავლეების გრაფიკი შესაძლოა, რუტინული და მოსაწყენი ჩანს, თუმცა ამის გადახალისებისა და პოზიტიურად განწყობის საშუალებას განსხვავებული სასწავლო გეგმა იძლევა. ამიტომ კარგად გაეცანით  საგნების კურიკულუმს და მოაწესრიგეთ ყველა საჭირო მასალა.

5.ითხოვე დახმარება – ახალი ამოცანების გააზრება, მიზნებისკენ სწრაფვა და გამოცდებისთვის მომზადება შესაძლოა, დამთრგუნველი იყოს. დახმარების თხოვნა კი, ზოგჯერ, არც ისე გვემარტივება, დისკომფორტს გვიქმნის ფიქრი იმისა, რომ საკუთარ საქმეებს თავს ვერ ვართმევთ. დამოუკიდებლობის შეგრძნება კარგია, მაგრამ თუკი საკუთარი ეგო დახმარების თხოვნის საშუალებას არ გაძლევს, ის შესაძლოა, საზიანოც აღმოჩნდეს. ასე რომ, დამღლელი გრაფიკის გამო მეგობერბთან წუწუნს, ჯობია დახმარება სთხოვოთ და მცირედით მაინც შეიმსუბუქოთ ტვირთი.

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს ახალი სასწავლო წლის დადებითი განწყობით დაწყებაში

წყარო: collegepuzzle.stanford.edu

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური