GE

როგორ გამოვიყენოთ სოციალური მედია მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად – 6 სტრატეგია

რაც უნდა ბევრი ვისაუბროთ ტექნოლოგიის უარყოფით მხარეებზე, მაინც გვიწევს ვაღიაროთ სოციალური მედიის ძალა და თვალი გავუსწოროთ იმ ვირტუალურ რეალობას, რომელიც ყოველ დღე გვიბიძგებს საკუთარი აზრებისა თუ იდეების „ფეისბუკში“ გაზიარებისკენ. ეს ნიშნავს, რომ ის ხელმისაწვდომია საზოგადოების ყველა ფენისთვის და სავარაუდოა, მიჯაჭვულობის კიდევ უფრო გაზრდა.

არსებობს სწავლების თეორია, რომელიც სოციალური ქსელებს “მორალური გზაჯვარედინის“ შემქმნელად მიიჩნევს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალში „საიენთიფიქ ამერიქან“ გამოაქვეყნდა სტატია, სადაც მეთიუ ლაიბერმანი ე.წ. “სოციალურ ტკივილზე“ საუბრობს:

„მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ენაზე საკუთარ ტკივილებზე საუბრობენ. ეს მათი ნამდვილი საწუხარია და არა სოც. ქსელის რიგითი „პოსტი“. როგორც ჩანს, სოციალური ტკივილის არსებობა არის ნიშანი იმისა, რომ სოციალური კავშირები ევოლუციისთვის საჭიროა და ის სულაც არა ფუფუნების საგანი. ის ასევე ცვლის სოციალურ ლანდშაფტს. ჩვენ ასევე ვვარაუდობთ, რომ ხალხი დაიწყებს მისგან მაქსიმალური მატერიალური სარგებლის მიღებისთვის მუშაობას“, – ამბობს ლაიბერმანი.

„ფეისბუკი“, ინსტაგრამი“თუ „ტვიტვერი“ ერთგვარი საქანელის როლში გვევლინებიან, რომელიც ნარცისიზმსა და საზოგადოებას შორის მოძრაობს.

ციფრული სწავლება ნელ-ნელა სწავლა/სწავლების პროცესში დამხმარე საშუალებადაც  იქცა, განათლების სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ უნდა შემუშავდეს ემპათიური სწავლების მიდგომა, რომელიც მოსწავლეს ადამიანურ სიღრმეებში ჩაძიებისკენ უბიძგებს.

მათივე თქმით, ამის ერთ-ერთ შესაძლებლობას სწორედ სოციალური ქსელები ქმნის და გვთავაზობენ „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“ თუ „ტვიტერის“ კრეატიულად გამოყენების 6 გზას, რომელიც კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს.

მაშ ასე, იმის ნაცვლად, რომ მოსწავლეებს ავუკრძალოთ სოციალურ ქსელებში „დროის დაკარგვა“, შეგვიძლია, „ფეისბუკში“ გატარებული დრო მიზნობრივად გამოვაყენებინოთ და კრიტიკული აზროვნების განვითარებას დავუთმოთ:

1. იფიქრეთ მიზნებზე და არა პლატფორმაზე

სტუდენტებს მიეცით მიზანი, დავალებები  და არა  უბრალოდ ტექნოლოგია თუ გაჯეტები.

2. გამოიყენეთ სოციალური მედია კონტექსტუალიზაციისთვის

მოსწავლეებს მიეცით საშუალება სოციალურ ქსელში გამოხატონ საკუთარი  პოზიცია, იდებატონ და ჩამოაყალიბონ საკუთარი ხედვა ამა თუ იმ საკითხის მიმართ.

3. ინტელექტუალური ტოლერანტობა

სოციალური ქსელი იძლევა საშუალებას „შეხვდე“ შენგან რადიკალურად განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანს, გაიგო  მისი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე და ახსნა მოუძებნო მას. რა თქმა უნდა, მარტივი არაა „იყო კეთილი“ შენი იდეების დამგმობი ადამიანის მიმართ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ბავშვებს გამოუმუშავებს სხვისი იდეების შეფასების,გააზრებისა და ადამიანების პატივისცემის უნარს, მიუხედავად მათი ურთიერთსაპირისპირო შეხედულებებისა.

4. კომფორტის ზონის გაფართოება

გამოიყენეთ პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და დაეხმარეთ მოსწავლეებს დაუკავშირდნენ და გაიცნონ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. დაუსვან კითხვები საკუთარი კულტურის შესახებ და დაინტერესდნენ მათი ცხოვრების წესით.

5. ცოდნის კატეგორიები

პრაქტიკა და თეორია, აკადემიური და რეკრეაციული,კრეატიული და ინდუსტრიული – დაეხმარეთ მოსწავლეებს გაიაზრონ ცოდნის ყველა ასპექტი და დაანახეთ, რა როლს თამაშობს განათლებაში სოც.მედია, რა უნდა იყოს მათი მიზანი „ფეისბუკში“ გართობის პარალელურად.

6. შემეცნებითი ცნობიერების ამაღლება

ახალი იდეა აქვთ? გაუზიარონ ის თანატოლებსა თუ შესაბამის სფეროში კომპეტენტურ ადამიანებს. იმუშაონ იდეის დახვეწაზე.

წყარო: teachthought

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური