GE

როგორ გავხდეთ ჩემპიონი დამახსოვრებაში – BBC ბოლო კვლევების შესახებ

მეხსიერება ხშირად გღალატობთ? მნიშვნელოვანი მოვლენები სისტემატურად გავიწყდებათ? გთავაზობთ მარტივ ხერხებს, რომელთა დახმარებით წარმოუდგენელი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი.

კარგი მეხსიერების ქონა ყველას სურს. მისი დახმარებით მაღაზიაში 3 საჭირო ნივთის შესაძენად მისულები, მხოლოდ 2-ს არ შევიძენდით. არც ის დაგვავიწყდებოდა, თუ რისთვის გავედით სხვა ოთახში. დამახსოვრების არა ერთი გამოცდილი ხერხი არსებობს. ზოგი მათგანი უკვე რამდენიმე ათწლეული არსებობს, მაგალითად მნემონიკა. თუმცა ბევრი ახალი ხერხიც გამოჩნდა.

საინტერესოა რას გვირჩევენ მეცნიერები მეხსიერების გამოსასწორებლად:

1.ისწავლეთ უკუსვლა

ჩვენ შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ დრო და სივრცე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ცნებებია. თუმცა მათი ურთიერთკავშირი ჩვენი საუბრის მანერაშიც კი ჩანს. ჩვენ მოვლენებს ,,ზურგს უკან“ ვტოვებთ და მომავალში ,,იმედით ვიყურებით“… ყველაფერი კონკრეტულ კულტურაზეა დამოკიდებული, მაგალითად დასავლეთში მომავალს ჩვეულებრივ წარმოიდგენენ როგორც სივრცეს, რომელიც ჩვენს წინ იშლება, ხოლო წარსულს როგორც ადგილს, რომელიც ჩვენ უკვე გადავლახეთ.

როუჰემპტონის უნივერსიტეტის (ლონდონი) მკვლევარებმა მოვლენების უკეთესად დამახსოვრების ხერხის საპოვნელად, ჩვენ თავში მიმდინარე დროისა და სივრცის კავშირის გამოყენება გადაწყვიტეს. ისინი ადამიანებს სიტყვების ჩამონათვალს ან ნახატების კრებულს ანახებდნენ. ექსპერიმენტის მონაწილეებს თხოვდნენ, რომ ოთახში 10 მეტრით წინ, ან 10 მეტრით უკან ემოძრავათ. შედეგების შემოწმებისას მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანებმა, რომლებიც უკან მოძრაობდნენ, მეტი ინფორმავიის გახსენება შეძლეს. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ უკან მოძრაობა ადამიანებს წარსულში დაბრუნებაში ეხმარებოდა, რაც თავის მხრივ გახსენების პროცესს ამარტივებდა.

ამ კვლევის შედეგები ადასტურებენ იმას, რაც მეცნიერებმა 2006 წელს, ვირთხებთან ჩატარებული ესპერიმენტის დროს აღმოაჩინეს. მღრღნელებს ლაბირინთში სწორი გზის დამახსოვრებაში უკან სვლა ეხმარებოდა. უახლესმა კვლევამაც აჩვენა, რომ როდესაც ჩვენ მოვლენებს ვიხსენებთ, მის რეკონსტრუქციას საპირისპირო რიგით ვახდენთ. როდესაც რაიმე საგანს პირველად ვხედავთ, პირველ რიგში მის ფერსა და ფაქტურას ვამჩნევთ და შემდეგ ვიგებთ რას წარმოადგენს ის. ხოლო როდესაც ნანახი ნივთის გახსენებას ვცდილობთ, ყველაფერი პირიქით ხდება, თავიდან ჩვენ უშუალოდ მას, შემდეგ კი მის მახასიათებლებს ვიხსენებთ.

ხატეთ

საყიდელი ნივთების სიის შედგენის ნაცვლად მათი დახატვა არასოდეს გიცდიათ?

2018 წელს ჩატარებული კვლევის მსვლელობისას, ახალგაზრდა და ხანშიშესულ ადამიანებს დასამახსოვრებელი სიტყვების სია მისცეს. მონაწილეების ერთ ნახევარს მათი დახატვა, მეორეს კი ჩამოწერა შესთავაზეს. კვლევის შედეგების შემოწმებისას დადგინდა, რომ ჩანახატების გაკეთება მონაწილეებს ძალიან დაეხმარა, იმის მიუხედავად, რომ ზოგი საგნის დახატვა ძალინ რთული იყო. ხანშიშესული ადამიანების შედეგები, რომლებმაც ჩანახატები გააკეთეს, ახალგაზრდებისას არ ჩამოუვარდებოდა. ხატვა იმ ადამიანებსაც დაეხმარა, რომლებიც დემენციით იტანჯებოდნენ. საქმე იმაშია, რომ როდესაც ჩვენ საგანს ვხატავთ, მის დეტალებს ვუღრმავდებით, რაც მის უკეთესად დამახსოვრებაში ხელს გვიწოყბს.

დაიტვირთეთ ფიზიკურად, მაგრამ ამისთვის სწორი დრო აირჩიეთ

ცნობილია, რომ ფიზიკურ ვარჯიშს, მაგალითად სირბილს მეხსიერების გაუმჯობესება შეუძლია. რეგურალური ვარჯიშები დიდ შედეგს არ იძლევა, თუმცა როდესაც რაღაც კონკრეტული მასალა გაქვთ დასამახსოვრებელი, ფიზიკური დატვირთვა, სულ მცირე მოკლევადიან პერსპექტივაში დაგეხმარებათ. ჩატარებული კვლევის მიხედვით, თუ ამისათვის სწორ დროს შეარჩევთ, მეხსიერების გაუმჯობესება კიდევ უფრო ინტენსიური იქნება. ერთი შეხედვით არც ისე გასაგებია, თუმცა ფაქტია: ადამიანებმა, რომლებმაც ვარჯიში ნახატების დამახსოვრებიდან 4 საათის შემდეგ დაიწყეს, მასალა უკეთესად გაიხსენეს, ვიდრე მათ, ვინც ფიზიკურ აქტივობას დასწავლისთანავე შეუდგა.

არაფერი გააკეთოთ

როდესაც ინსულტის შედეგად ამნეზიით დაავადებულ ადამიანებს 15 სიტყვისგან შემდგარი სიის დამახსოვრებას სთავაზობდნენ და 10 წუთის შემდეგ კიდევ 1 დავალებას აძლევდნენ, მათ სიის მხოლოდ 14%-ს დამახსოვრება შეძლეს. მაგრამ თუ მათ ბნელ ოთახში ტოვებდნენ და ისინი არაფერს აკეთებდნენ, მაშინ მათ სიტყვების 49% ამახსოვრდებოდათ.

მსგავსი ტექნიკა თავის კვლევაში მიქაელა დიუარმაც გამოიყენა (ჰერიოტ-ვატის უნივერსიტეტი, შოტლანდია). მან აღმოაჩინა, რომ ჯანმრთელი ადამიანების შემთხვევაში, დასწავლისთანავე გაკეთებული მოკლე შესვენება საგრძნობ შედეგს იძლეოდა. კვლევებიდან ჩანს, თუ რამდენად სათუთი და მგრძნობიარეა ჩვენი მეხსიერება, ვინაიდან მოკლე შესვენებაც კი ასეთ შედეგს იძლევა.

წაუძინეთ

არის კიდევ ერთი ხერხი, რომელიც შეიძლება მოგეწონოთ. რას იტყვით იმაზე, რომ წაუძინოთ? ითვლება, რომ ძილი ტვინს მეხსიერების კონსოლიდაციის პროცესის დასრულებაში ეხმარება. ამ დროს ტვინში ახალი მიღებული ინფორმაცია მეორდება. ამისთვის არ არის აუცილებელი ღამის დადგომას დაელოდოთ.

გერმენელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები ინფორმციას უკეთესად იმახსოვრებენ თუ მისი გაცნობის შემდეგ საათნახევარს მაინც წაუძინებენ. ამასთან, ბოლო კვლევები იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ დამახსოვრებს ეს ტექნიკა ყველაზე კარგად მათთვის მუშაობს, ვისაც აქვს სადილის შემდეგ ძილის ჩვევა აქვს.

თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია. ვიმესთვის შუადღის ძილის მაგივრად, უფრო სასარგებლო სირბილი, არაფრის კეთება ან ჩაბნელებულ ოთახში გამოკეტვა იქნება.

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: BBC

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური