4 თვისება – როგორ გავხდეთ კარგი მსმენელი აღმზრდელი
შაინ სარერი იხსენებს თავისი მეცხრე კლასელი მოსწავლის ქცევას, რომელიც გაკვეთილის მიმდინარეობისას, თანაკლასელებზე გაბრაზებული ადგილიდან წამოხტა, სკამი მოისროლა და დაიყვირა, რომ მეტის ატანა აღარ შეეძლო. შაინს კარგად ახსოვს გაოცებული მოსწავლეების გაფართოებული თვალები.
„ლანჩის დროს ჯეიმსი უკვე დაწყნარებული და დარცხვენილი იყო. მან გვითხრა, რომ არ ჰყავდა ნამდვილი ოჯახი და მისი ერთადერთი ოჯახი იყო სკოლა. მას შემდეგ ჩვენ ვიყავით ჯეიმსისთვის მასწავლებელიც და მშობელიც.
ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ, მივხვდი, რომ ჯეიმსმა მოგვცა კარგი გაკვეთილი, გაკვეთილი მოსმენის საჭიროებისა, რომელიც ყველა აღმზრდელისთვის აუცილებელია“,- იხსენებს პედაგოგი შაინ სარერი.
კარგი მსმენელი აღმზრდელისათვის აუცილებელია შემდეგი ოთხი თვისება:
მზადყოფნა მოსმენისთვის – რაც საკმაოდ რთულია, რომელიც უნდა გამოვიმუშაოთ ეტაპობრივად. ერთხელ, როცა ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი დერეფანში შემხვდა და გამაჩერა მითხრა: „თქვენ ყოველთვის დაკავებული ხართ, როცა არ უნდა მოვიდე, რთულია თქვენთან შეხვედრა.“ ჩემი დატვირთული დღის წესრიგის მიუხედავად, მივხვდი, საზოგადოების წარმომადგენლისთვის დრო უნდა გამომენახა და მომესმინა.
ცნობისმოყვარეობა – ადამიანები და მათი ისტორიები აღაფრთოვანებს კარგ მსმენელს. რაც საშუალებას გვაძლევს სხვისი პერსპექტივები და გამოცდილება გავიზიაროთ. შეიძლება, დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად პირდაპირი კითხვებიც გამოიყენოთ:
რა არის თქვენი იმედები და სურვილები?
რა არის თქვენი ძირითადი ფასეულობები?
რა ცვლილებებს საჭიროებს საზოგადოება და რა იდეები გაქვთ ამ ცვლილებების განსახორციელებლად?
ყურადღება მიაქციეთ არავერბალურ რეპლიკებს – აღმზრდელი დიდ ყურადღებას უნდა უთმობდეს არავერბალურ კომუნიკაციას. მან მოსწავლის სახეზე უნდა ამოიკითხოს, თუ რა აწუხებს მოსწავლეს.
თანაგრძნობა – ეს უნარი განსაკუთრებით საჭიროა მოსწავლის გამომწვევი ქცევის შემთხვევაში. გვიჩნდება კითხვა – რას უნდა შევებრძოლო, ადამიანს, თუ ქცევას? თანაგრძნობა არის ხიდი, რომელიც სხვა ადამიანთან კომუნიკაციაში გვეხმარება. ჯანმრთელი, ზრდასრული თემები გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ თანხმობით მხარდაჭერას და მათ მდგრადობას.
ვისწავლოთ მოსმენა- რაც დაგვეხმარება ჩვენ მოსწავლეებთან, მშობლებთან, კოლეგებთან და საზოგადოებასთან ღრმა ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
თქვენ როგორ უსმენთ მოსწავლეებს, მშობლებს, კოლეგებს? რას ნიშნავს თქვენთვის გახდე კარგი მსმენელი აღმზრდელი? აქ ჩამოთვლილი ოთხი თვისებიდან რომლის განვითარებას ცდილობთ და რომელს არ ეთანხმებით?
წაყრო: edutopia.org
ი.გ.