როგორ მოვემზადოთ გამოცდებისათვის: 10 სასარგებლო რჩევა
ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა უკვე იცის, თუ როგორ უნდა მოიქცეს გამოცდაზე საუკეთესო შედეგის მისაღწევად. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანი დამეთანხმება იმაში, რომ გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ დავგეგმავთ წინამოსამზადებელ პერიოდს. სწორედ ამიტომ გთავაზობთ 10 სასარგებლო რჩევას, რომელიც წინასაგამოცდო პროცესის სწორად წარმართვაში დაგეხმარებათ. აი, ისინიც:
1.არ ჩავარდე პანიკაში! – ბოლო წუთებისათვის გადადება, ეს ყველაზე ცუდი რამ არის, რაც შეიძლება გამოცდის მზადების პროცესში გააკეთო. მუშაობა გამოცდამდე საკმარისი დროით ადრე დაიწყე;
2.დაგეგმე წინასწარ! – განსაზღვრე დაახლოვებით რამდენი დრო დაგჭირდება თითოეული თემის მოსამზადებლად და ეცადე, გართობის ხარჯზე არ დაუთმო იმაზე მეტი დრო აღნიშნული მასალის მომზადებას, ვიდრე ეს რეალურად საჭიროა;
3.მოიმარაგე – ყველა საჭირო ნივთი: წიგნები, რვეულები, ფანქრები კალმები… არ გამოგრჩეს მარკერების, წებოვანი ქაღალდების და დიდი ზომის ფორმატის ფურცლების დამატება;
4.ზუსტად მოერგე დედამიწის ბრუნვას! – გახსოვდეს, რომ ყველაზე ფხიზელი გონება დილის საათებში გაქვს და ეცადე, ამ პერიოდში, ლანჩის დრომდე, სამუშაოს უდიდესი და ყველაზე რთულად გასაგები ნაწილის დამუშავებას მოანდომო;
5.ღამე მიღებული ცოდნა – ყველაზე დიდხანს რჩება მეხსიერებაში! თუ სამუშაო დღეს სწორად დაგეგმავ, დღის ბოლო თავისუფალი დაგრჩება და მოახერხებ, ეს დრო დღის განმავლობაში ამოწერილი ფორმულებისა და ციტატების შესწავლა-დაზეპირებას მოანდომო – ასეთი ტაქტიკა ნამდვილად საუკეთესო შედეგს მოგიტანს;
6.შექმენი პოსტერები! – აიღე მარკერი და ფურცლები; მასზე აღნიშნე მნიშვნელოვანი მომენტები და მიაკარი ისინი მაცივრის კარებზე და კარადებზე;
7.დაისვენე! – ყოველი 45 წუთიანი მუშაობის შემდეგ შეისვენე 10 წუთით!
8.დააჯილდოვე საკუთარი თავი! – დღის ბოლოსთვის მოიმარაგე შენი საყვარელი, ფილმები, სიმღერები, ტკბილეული და დაისვენე. მაგრამ მანამდე აუცილებლად დარწმუნდი იმაში, რომ შენ ეს ნამდვილად დაიმსახურე!
9.Go Offline! – გამორთე ტელეფონი, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენე კომპიუტერი, დაივიწყე სოციალური ქსელების არსებობა!
10.ნუ მიეცემი სასოწარკვეთილებას! – გახსოვდეს, რომ თუ ყველაფერს გონივრულად დაგეგმავ – არ ჩავარდები პანიკაში და თავს არ დაზოგავ სამუშაოდ, შედეგიც არ დააყოვნებს!
წყარო: www.telegraph.co.uk