GE

„რომელი არჩევითი საგნის ჩაბარება ჯობია?“ – აბიტურიენტების კითხვას მაია მიმინოშვილი პასუხობს

წელსაც, გასული წლების მსგავსად, აბიტურიენტები ინტერესდებიან, როდესაც ფაკულტეტზე რამდენიმე არჩევითი საგნით ჩაბარება არის დაშვებული, თუ არსებობს რაიმე წესი ან რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომელი საგნის არჩევა ჯობია.

2018 წლის აბიტურიენტების მიერ დასმული ამ კითხვით მიმართა EDU.ARIS.GE-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს.

მაია მიმინოშვილი ამბობს, რომ აბიტურიენტმა აუცილებლად ცნობარით უნდა იხელმძღვანელოს და შემდეგ გააკეთოს დასკვნა.

„ახალგაზრდა ირჩევს მომავლ პროფესიას, პირობითად ვამბობ, ჩემი მომავალი პროფესია თუ არის ქიმია ან ფიზიკა, რატომ უნდა მქონდეს სურვილი ჩავაბარო ვთქვათ გეოგრაფია ან ისტორია? უმაღლეს სასწავლებლებს აქვთ  შესაძლებლობა, რომ სრულიად არაფერ კავშირში რომ არ არის საგანი კონკრეტულ მიმართულებასთან, საგამოცდო საგნად გამოაცხადონ. ეს ნამდვილად ცუდი ტენდენციაა, იმიტომ  რომ ძალიან ბევრ მიმართულებას აღმოვაჩენთ, სადაც ვერაფრით ვერ წარმოვიდგენთ როგორ შეიძლება იყოს დაკავშირებული კონკრეტული საგამოცდო საგანი მიმართულებასთან. მაგალითად, ინფორმატიკის ფაკულტეტზე გეოგრაფია რატომ უნდა ბარდებობდეს და არა მათემატიკა? მე პირადად ვფიქრობ, თუ ინფორმატიკაზე მინდა სწავლა, ბუნებრივია, მათემატიკა უნდა ვიცოდე გარკვეული დოზით და თუ მათემატიკა ვიცი, ეს საგანი უნდა ავირჩიო.

თუ არა აქვს წარმოდგენა რომელი უკეთსად იცის – გეოგრაფია თუ მათემატიკა და ორივე საგანია გამოცხადებული, აუცილებლდ კარგად,  დაკვირვებით წაიკითხონ ცნობარი. თითოეული უმაღლესი სასაწავლებელი  ანკეტა-ცნობარს ავსებს, მათ მითითებული აქვთ ე.წ ქვოტები ვთქვათ რამდენი ადგილია გეოგრაფიისთვის განკუთვნილი და რამდენი მათემატიკისთვის, ეს ყველაფერი ცნობარშია და შემდეგ დასკვნა თავად გააკეთონ.

ამავე თემაზე:

ტექსტის რედაქტირებაში 2018 წლის აბიტურიენტებს ნაკლები შეცდომის პოვნა მოუწევთ

2018 წლის აბიტურიენტები გამოცდაზე საკუთარი კალმით მისვლას შეძლებენ

რა ცვლილებები ელით 2018 წელს აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – მაია მიმინოშვილი

„მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ უნარების ტესტში ანალოგიების ტიპის მარტივი დავალებები იყოს“

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური