GE

რუსეთის ჰიბრიდული ომის სტრატეგია და კავკასიის ქვეყნების უსაფრთხოება – სტუდენტური კონფერენცია ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა – ,,რუსეთის ჰიბრიდული ომის სტრატეგია და კავკასიის რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოების გამოწვევები’‘.

კონფერენცია ონლაინ ფორმატში საინტერესო დისკუსიის სახით წარიმართა.

ღონისძიება ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

წარმოდგენილი იქნა თემები: ,,ძალთა ახალი ბალანსი სამხრეთ კავკასიაში“, ,,რუსეთის ჰიბრიდული ომისა სტრატეგია საქართველოში და გამოწვევები დასავლეთისთვის“, ,,რუსული რბილი ძალის ელემენტები საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომში“ და სხვა.

ღონისძიების მსვლელობისას, მომხსენებლებმა სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, იმსჯელეს კონფერენციის თემასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. კონფერენციაზე განხილული თემები კონფერენციის ნაშრომთა კრებულში დაიბეჭდება.

ეროვნული თავდაცვის აკადემია მიმდინარე წლის განმავლობაში გეგმავს არაერთ სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციას სხვადასხვა მიმართულებებზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური