საავიაციო უნივერსიტეტი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” – პროექტის ფარგლებში საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.
საგრანტო კონკურსი დაფინანსებული იყო აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.
კონკურსის გამარჯვებული ორგანიზაციები, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის გარდა, გახდნენ: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია, პროფესიული კოლეჯი “ფაზისი”, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი, პროფესიული კოლეჯი “თეთნულდი”, საზოგადოებრივი კოლეჯი “სპექტრი”.
- საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა USAID-თან თანამშრომლობით ორწლიანი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო by საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
- საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა 6 წლიანი უპირობო ავტორიზაცია მოიპოვა by საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
- საავიაციო უნივერსიტეტის ავიაკლუბსა და ვარშავის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა by საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი