GE

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა 6 წლიანი უპირობო ავტორიზაცია მოიპოვა

2021 წლის 17-19 მაისს, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, განხორციელდა ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწვეული დიდი ბრიტანეთის მოქალაქე პროფესორი დევიდ კენედი ხელმძღვანელობდა. ექსპერტთა ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ განათლების და სამოქალაქო ავიაციის დარგის სპეციალისტები და სტუდენტი ექსპერტი.

ექსპერტთა ჯგუფისთვის უნივერსიტეტის მიერ მიწოდებული თვითშეფასების ანგარიშით, სხვადასხვა წერილობითი დოკუმენტაციით, ინტერვიუებითა და დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტებით დადასტურდა, რომ უნივერსიტეტის სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მასში მიმდინარე პროცესები, სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს ESG 2015-ს.

აღნიშნული გარემოება გახდა საფუძველი, იმისა რომ ავტორიზაციის საბჭომ ერთხმად მიანიჭა საავიაციო უნივერსტიტეტს 6 (ექვს) წლიანი უპირობო ავტორიზაცია.

ამავდროულად აღსანიშნავია, რომ საავიაციო უნივერსიტეტმა ასევე წარმატებით გაიარა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია და პროფესიული განათლების მიმართულებით ავტორიზაცია, რაც თავის მხრივ გულისხმობს რომ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დიპლომები და ლიცენზიები აღიარებულია საერთაშორისო დონეზე.

Georgian Aviation University has granted 6- year an unconditional authorisation
A group of authorization experts leaded by British citizen, Professor David Kennedy, invited by the National Center of Quality Enhancement, have visited Georgian Aviation University during May 17-19, 2021. Process was conducted through participation of experts in the field of education, civil aviation and student.

The self-evaluation report provided by the University to the group of experts, various written documents, interviews and site visits confirmed, that the educational facilities of the University and the ongoing processes are fully relevant to European Standards and Guidelines – ESG 2015. This circumstance became the reason why the Authorization Council unanimously granted the Aviation University 6 (six) year unconditional authorization.

At the same time, it should be mentioned, that the Aviation University has also successfully passed the accreditation of higher education programs and authorization in the field of vocational education. Which in turn implies that university graduates’ diplomas and licenses are internationally recognized.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური