საბაუნი გაზაფხულის სემესტრისთვის სტუდენტთა მობილობას აცხადებს – პროგრამები, ადგილები და ჩარიცხვის ვადები
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2025–2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის სტუდენტთა მობილობას აცხადებს.
საბაუნიში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე პირთა მობილობის წესით ჩარიცხვისათვის ვაკანტური ადგილები განისაზღვრა შემდეგი სახით:
- საერთაშორისო ურთიერთობები – ბაკალავრიატი – 7 ადგილი;
- ფსიქოლოგია – ბაკალავრიატი – 10 ადგილი;
- პოლიტიკის მეცნიერება – ბაკალავრიატი – 5 ადგილი;
- ინგლისური ფილოსოფია – ბაკალავრიატი – 10 ადგილი;
- აღმოსავლეთ ევროპის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება – მაგისტრატურა – 5 ადგილი;
- სამართალი – ბაკალავრიატი – 10 ადგილი;
- საჯარო მმართველობა – ბაკალავრიატი – 5 ადგილი;
- საჯარო მმართველობა – მაგისტრატურა – 2 ადგილი;
- ადამიანური რესურსების მართვა – მაგისტრატურა – 2 ადგილი;
- ბიზნესის ადმინისტრირება – მაგისტრატურა – 2 ადგილი;
- ბიზნესის ადმინისტრირება – ბაკალავრიატი – 6 ადგილი;
- ტურიზმი – ბაკალავრიატი – 8 ადგილი;
- თეოლოგია – ბაკალავრიატი – 5 ადგილი.
ჩარიცხვის ვადები
- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირების (სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ (2026 წლის 28 იანვრიდან – 2026 წლის 11 თებერვლის 18.00 საათამდე) რეგისტრაციის შედეგების გათვალისწინებით) საბუთების მიღება – 2026 წლის 12 თებერვლიდან – 16 თებერვლის ჩათვლით;
- გასაუბრება ინგლისური ენის დონის დასადგენად – 2026 წლის 12 თებერვალი და 17 თებერვალი, 09:00 საათიდან 14:00 საათამდე;
- კრედიტების აღიარება – 2026 წლის 17 თებერვალი;
- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულებების დადება – 2026 წლის 18 თებერვალი-19 თებერვალი;
- მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა – 2026 წლის 20 თებერვალი.
იხილეთ: მობილობით ჩარიცხვამდე და ჩარიცხვის შემდეგ წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი
-
საბაუნის სადოქტორო კედელს კიდევ სამი სამართლის დოქტორი შეემატა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში პროექტი „სახელმწიფოს მოდელირება“ წარმატებით ჩატარდა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ციფრული კომუნიკაციისა და მონეტიზაციის სტრატეგიები“ – საბაუნის პრაქტიკულ კურსზე მიღება დაიწყო
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი