საბავშვო საძიებოდან Kiddle სიტყვების გეი და ლესბოსელი განმარტება ამოიღეს
საძიებო სისტემამ, რომელიც ბავშვებზეა გათვლილი და ბლოკავს ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „მენსტრუაცია“ და „ასო“, დიდი რეზონანსი გამოიწვია.
ქიდლმა (Kiddle) ფუნქციონირება 2014 წელს, Google-ის უსაფრთხო საძიებო სისტემის ბაზაზე დაიწყო, თუმცა მას ამ ტექნიკურ გიგანტთან კავშირი არ აქვს.
საიტი ასევე ბლოკავს ისეთ სიტყვებს, როგორიცაა ლესბოსელი და გეი. აღნიშნულმა შეზღუდვამ საორგანიზაციო ჯგუფ სტოუნვოლის პროტესტი გამოიწვია. ქიდლის განცხადებით, ძიების შედეგები რედაქტორთა მიერ „საგულდაგულოდ მოწმდება და კორექტირდება“.
უცნაურია, რომ საძებო სისტემა ბლოკავს ტერმინს „ციკლი“ მაშინ, როცა ინფორმაცია თავისუფლად მოძიებადია ქალთა წინდაცვეთაზე. დაბლოკილია საძიებო სიტყვა „სუიციდი“ და არა „თვითდაზიანება“, მსახიობი „პამელა ანდერსონი“ და არა „გრეის ორმოცდაათი ელფერი“.
ქიდლის მფლობელი კომპანიის შესახებ ინფორმაცია საიტზე არ ვრცელდება, თუმცა საძიებო სისტემის გაშვების ადრეულ ეტაპზე მისმა ტესტერებმა განათავსეს ბლოგი, სადაც საიტის დამფუძნებლად რუსული საიტი „Freaking News“ მოიხსენიება.
საიტზე განთავსებულია სპეციალური ფორმა, რომელიც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას შესთავაზონ საიტს დამატებითი სიტყვების დაბლოკვა.
ძიება უშედეგოა ისეთი ტერმინებისათვის, როგორიცაა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი, რადგან საიტის განცხადებით, მათ არ შეუძლიათ მომხმარებელს მისცენ „უსაფთხო ძიების გარანტია“.
„ახალგაზრდები ინტერნეტს რეგულარულად იყენებენ ლბგტ თემებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებისას. ამ საკითხებზე უსაფრთხო და მათი ასაკისათვის შესაფერისი ინფორმაციის მოძიების შეზღუდვით, ლესბოსელი, გეი, ბი და ტრანსსექსუალი ახალგაზრდები იძულებულნი გახდებიან, ინფორმაციისათვის ალტერნატიულ წყაროებს მიმართონ. ამ ქმედებით, შესაძლოა, არასწორ წყაროებზე გავიდნენ და თავი საფრთხეშიც ჩაიგდონ. ქიდლმა უნდა გადახედოს პოლიტიკას და არ შეზღუდოს ლგბტ თემატიკასთან დაკავშირებული ღირებული ინფორმაცია და რჩევები,“ – აცხადებს სტოუნვოლის სკიპერი.
BBC-სთან საუბარში ქიდლმა განაცხადა, რომ მათ მიიღეს საჩივრები მშობლებისა და მასწავლებლებისაგან, რის საფუძველზეც მოხდა ტერმინების ბლოკირება საიტის ადრეული ტესტირების ეტაპზე.
„ლგბტ საიტიების უმეტესობას გააჩნია ფორუმები და კონტენტი, რომელსაც მომხმარებლები თავად ტვირთავენ. მომხმარებლის პროფილის სურათზე განთავსებული ნახევრად შიშველი მამაკაცის ერთი ფოტოც კი საკმარისია იმისათვის, რომ მშობლების უმეტესობამ საიტის გამოყენებაზე უარი თქვას,“ – აცხადებს ფირმა.
ამავე მიზეზით დაიბლოკა ტერმინი „სექსუალური განათლება“, რადგან ილუსტრაციები აღნიშნული თემატიკის ვებგვერდებიდან გენერირდება.
„ის, რაც მისაღებია 12 წლის ბავშვისათვის, შესაძლოა მიუღებელი იყოს 5 წლის ბავშვისთვის,“ – ნათქვამია განცხადებაში.
„ვინაიდან ქიდლის ძიების შედეგები საგულდაგულოდ მოწმდება ჩვენი რედაქტორების მიერ ან გადის ფილტრაციას Google-ის უსაფრთხო ძიების სერვისით, თქვენ უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ თქვენი შვილი მიიღებს ბავშვზე მორგებულ კონტენტს და არაფერ შეუფერებელს. იმ შემთხვევაში, თუ საძიებო ველში ჩაწერილი იქნება ცუდი სიტყვები, ჩვენი საიტის დამცავი რობოტი ავტომატურად დაბლოკავს ძიებას,“ – ნათქვამია ქიდლის საიტზე განთავსებულ განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ საიტი არ აარქივებს ძიების ინფორმაციას და მონაცემები იშლება ყოველ 24 საათში.
Google-ის ანალოგი საძიებო სისტემა “Kiddle” ბავშვებისთვის – სიახლე ინტერნეტსივრცეში
ა.ნ.
წყარო: BBC