GE

Google-ის ანალოგი საძიებო სისტემა “Kiddle” ბავშვებისთვის – სიახლე ინტერნეტსივრცეში

თუ თქვენ ოდესმე შეგიმოწმებიათ თქვენი შვილის ვებ-ბრაუზერის ისტორია და მოულოდნელად აღმოგიჩენიათ ვებ-გვერდები, სადაც იგი არ უნდა მოხვედრილიყო, ჩვენ კარგი ამბავი გვაქვს. გამოვიდა ახალი საძიებო სისტემა Kiddle, Google-ის ანალოგი, რომელიც გამორიცხავს მცირედ შესაძლებლობასაც კი გადააწყდეთ რაიმე უცენზურო ვიდეოსა თუ მსგავსს, როდესაც თქვენ დაკავებული ხართ და ვერ ახერხებთ თვალყური ადევნოთ რას აკეთებს თქვენი შვილი ინტერნეტში.

უცხოური ინტერნეტგამოცემები წერენ, რომ “Kiddle” გუგლის ბაზაზეა შექმნილი, თუმცა არ წარმოადგენს გუგლის პროექტს.

“Kiddle”-ში არის ყველა ფუნქცია, მაგრამ ადაპტირებულია ბავშვებისათვის. მაგალითად, უბრალო თეთრი ფონის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ კოსმოსურ თემას რობოტით.

ძიების შედეგის პირველი სამი საიტი გათვლილია ბავშვებზე. დანარჩენები კი უფრო ორიენტირებულია ზრდასრული ადამიანის ინტელექტზე, თუმცა ისინიც დახარისხებულია.

ვცადეთ გამოგვეცადა ეს სისტემა და შევიყვანეთ რამდენიმე „ცუდი სიტყვა“, რომლებიც შეიძლება მოძებნოს ბავშვმა. “Kiddle”-მა საკმაოდ კარგად გაართვა თავი.

გამოჩნდა გაბრაზებული რობოტი, რომელსაც არ მოეწონა ჩვენი „ცუდი სიტყვები“. როგორც ჩანს, ეს საძიებო სისტემა ჩვეულებრივის კარგ ალტერნატივად გადაიქცევა.

დავუშვათ, თქვენს შვილებს უნდათ რაიმე გაიგონ ჯასტინ ბიბერის შესახებ, მაგრამ თქვენ არ გსურთ, რომ მათ რამდენიმე ფაქტის შესახებ იცოდნენ მისი ბიოგრაფიიდან. მაგალითად, ავტომობილის მართვა აკრძალული პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, ან მისი უკანალის სურათები „ინსტაგრამზე“.“Kiddle” არ გამოიტანს უხერხულ სურათებსა და ტექსტებს.

ჩვენს ციფრულ ეპოქაში ბავშვები ეცნობიან კომპიუტერებს გაცილებით ადრე, ვიდრე ჩვენ. მათ ყოველთვის დასჭირდებათ ინტერნეტი სწავლისა და ურთიერთობისთვის. მაგრამ არის რაღაცები, რომლებიც უმჯობესია ვაკონტროლოთ.

როგორც ჩანს, “Kiddle”-ს შეუძლია შემოგთავაზოთ ის, რას სჭირდებათ ბავშვებს, ხოლო მშობლებს შეუძლიათ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ შვილები ფარულად არ უყურებენ უხამს ვიდეოებს. რა თქმა უნდა, ბავშვის ყველაფრისგან დაცვა შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ. მით უმეტეს, რომ მსხვილი კომპანიებიც აღიარებენ ამ ფაქტს და იწყებენ მშობლების დახმარებას.

Google-ში ინფორმაციის მოძებნის 17 ხერხი, რომელიც მომხმარებელთა 96%-მა არ იცის

წყარო: bbc.com; the independent; adme.ru

ა.ზ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური