სამინისტრო: სკოლებში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირებულია – რამდენი სკოლა რჩება დახურული
„საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო. კერძოდ, ვირუსი მასწავლებელთა 4,3%-ს, ხოლო მოსწავლეების 1,5%-ს დაუდასტურდა“, – აცცადებს მიხეილ ჩხენკელის უწყება EDU.ARIS.GE-სთვის 19 თებერვალს მოწოდებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნბით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე 314 სკოლა იმყოფება, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 2-ჯერ არის შემცირებული. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი კი რისკის ჯგუფის 132-მა მასწავლებელმა გამოთქვა.
„ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%, მათ შორის 97% სრულად ვაქცინირებულია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან თბილისსა და რეგიონებში გრძელდება სკოლების მონიტორინგი“, – აცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ასევე იხილეთ:
ონლაინიდან დასწრებულ სწავლებაზე დაბრუნება 25 325-მა სკოლის მოსწავლემ მოითხოვა – ბოლო სტატისტიკა
-
შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია
by ARIS.GE-განათლება
-
კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება
by EDUVID-19