SANGU-მ თბილისის 29-ე საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს უმასპინძლა
14 მარტს SANGU-მ თბილისის 29-ე საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს უმასპინძლა.
ისინი ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, კანცლერმა თამაზ ვაჩაძემ და საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა დავით გორგიაშვილმა მიიღეს.
სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო და კომპიუტერული აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები, სატრენაჟორო დარბაზი, შეხვდნენ SANGU-ს ბიზნესის, კომპიუტუნგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის მოადგილეს, პროფესორ ნინო დამენიას, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორს ნათია სადღობელაშვილს, იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელს, ქეთევან ხურცილავას, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს, ნიკოლოზ კოკაიას. შეხვედრების ფარგლებში მათ მიიღეს ამომწურავი პასუხები დასმულ კითხვებზე.
საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების რეგულირების სამსახურის უფროსმა კახაბერ რევაზიშვილმა მოსწავლეებისთვის ჩაატარა ლექცია თემაზე: „პერსონალური მონაცემების მოპარვისგან თავდაცვის მექანიზმები“, რის შემდეგაც მოსწავლეებმა, SANGU-ს ფიზიკის ლაბორატორიაში, პროფესორ მალხაზ შატბერაშვილის ხელმძღვანელობით ფიზიკის საინტერესო ექსპერიმენტებში მიიღეს მონაწილეობა.
-
„აღმოაჩინე შენი პროფესია – ფსიქოლოგია“ – SANGU მოსწავლეებს შეხვედრაზე იწვევს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
„აღმოაჩინე შენი პროფესია – ბიზნესის ადმინისტრირება“ – SANGU მოსწავლეებს ლექცია-სემინარებზე იწვევს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი