SANGU საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელ უფასო კურსზე მიღებას აცხადებს
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელ უფასო კურსზე.
უნივერსიტეტის მიერ 15 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კურსი განკუთვნილია ყველა იმ პირისთვის, ვისაც სურს წარმატებით ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა და სწავლა გააგრძელოს სანგუს სამაგისტრო პროგრამებზე.
სასწავლო მოდულები მოიცავს:
- წაკითხულის გააზრება და ანალიტიკური წერა – ორშაბათი, ხუთშაბათი, 19:00-21:00 სთ
- ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობა – ოთხშაბათი, პარასკევი, 19:00-21:00 სთ
კურსზე დასწრება უფასოა იმ დაინტერესებული პირებისთვის, რომლებიც გეგმავენ ჩაბარებას და სწავლის გაგრძელებას სანგუს ერთ-ერთ სამაგისტრო პროგრამაზე.
კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
რეგისტრაციის ბოლო ვადა 20 აპრილია.
-
SANGU მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტურ ადგილებზე ინფორმაციას აქვეყნებს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს საბაკალავრო პროგრამები და ფინანსური შეღავათები სტუდენტებს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-სა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი