GE

საოცნებო სამსახური: 20 ყველაზე “ბედნიერი პროფესია”

ყველა ჩვენგანი ოცნებობს სამსახურზე, რომელიც მოგვიტანს არა მარტო მაღალ შემოსავალს, არამედ უდიდეს სიამოვნებასაც მოგვგვრის. ასეთი სამსახური საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ საკუთარი თავი, განვავითაროთ ჩვენი ტალანტი და შემოქმედებითი უნარი. იმის გათვალისწინებით, რომ დასაქმებული ადამიანი თავისი დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებს, მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, საკუთარი ნაშრომით კმაყოფილება და კოლეგებთან კარგი ურთიერთობა.

ამერიკულმა დასაქმების სააგენტომ CareerBliss-მა აშშ-ს ყველაზე ბედნიერი პროფესიების რეიტინგი შექმნა. გამოკითხვაში მონაწილეობა 450-მა სხვადასხვა პროფესიის მქონე 57 ათასზე მეტმა თანამშრომელმა მიიღო. კმაყოფილების დონე, რომელსაც გამოკითხვის ავტორებმა “ბედნიერების ქულა” უწოდეს, 1-დან 5 ქულამდე განისაზღვრებოდა.

ბედნიერების შეფასება დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე: ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის; კოლეგებთან დამოკიდებულება; სამუშაო გარემო; ანაზღაურება; კარიერული ზრდის შესაძლებლობა; კორპორატიული კულტურა, სამუშაო ვალდებულებები.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე ბედნიერი პროფესიების მქონეებმა განაცხადეს, რომ მათთვის სამსახურის საუკეთესო ნაწილი მათი უფროსები და კოლეგები არიან. ამასთან, გამოკითხულებმა მაღალი ქულით შეაფასეს მოქნილი გრაფიკი და დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა.
თუ თქვენ თვლით, რომ ყველაზე ბედნიერი პროფესიები, ამავდროულად ყველაზე მაღალანაზღაურებადია, ცდებით. მიუხედავად დაბალი ხელფასისა, ბედნიერ თანამშრომლებს უყვართ თავიანთი სამსახური.

მაშ ასე, ბედნიერი პროფესიების ტოპ 20 ასე გამოიყურება:

20. გენერალური დირექტორი (საცალო ვაჭრობა)

ბედნიერების ქულა: 3.825

გენერალური მენეჯერისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ხალხი, რომლებთანაც ის მუშაობს, ასევე, თავისუფალი სამუშაო გრაფიკი.

19. IT კონსულტანტი

ბედნიერების ქულა: 3.834

IT-კონსულტანტების სამსახურის საუკეთესო მხარედ გვევლინება მათი უფროსები და კოლეგები, აგრეთვე, მოქნილი სამუშაო რეჟიმი.

18. უძრავი ქონების მენეჯერი

ბედნიერების ქულა: 3.842

უძრავი ქონების მენეჯერებისთვის უმთავრეს უპირატესობას კოლეგები წარმოადგენენ, შემდგომ არის თავისუფალი გრაფიკი და მოქნილი სამუშაო რეჟიმი.

17. კომპიუტერული ქსელების ინჟინერი

ბედნიერების ქულა: 3.845

კომპიუტერული ქსელების ინჟინერები თავიანთ სამსახურს კოლექტივის, უფროსებისა და მოქნილი გრაფიკის გამო აფასებენ.

16. ფინანსური მენეჯერი

ბედნიერების ქულა: 3.849

ფინანსურ მენეჯერებს ერთნაირად უყვართ თავიანთი სამსახური, როგორც მოქნილი გრაფიკის, ასევე იმ ადამიანების გამო, რომლებთანაც ისინი მუშაობენ.

15. დიზაინერი

ბედნიერების ქულა: 3.849

უმთავრესი დიზაინერის სამსახურში – ეს არის სამუშაო გარემო და კოლეგები.

საოცნებო სამსახური: 20 ყველაზე "ბედნიერი პროფესია"

14. გენერალური კონტრაქტორი

ბედნიერების ქულა: 3.854

გენერალური კონტრაქტორები მნიშვნელოვნად აფასებენ თავისუფალი გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობას, ასევე კოლექტივს.

13. კონსულტანტი მარკეტინგის საკითხებში

ბედნიერების ქულა: 3.858

კონსულტანტები მარკეტინგის საკითხებში აფასებენ თავიანთ უფროსებს უფრო მეტად, ვიდრე კოლეგებს, რომლებსაც საშუალო ქულას – 4,5- 5 ანიჭებენ

12. მთავარი ინჟინერი

ბედნიერების ქულა: 3.888

სამუშაო გარემო, კოლეგები და თავისუფალი გრაფიკი – ძირითადი მიზეზებია, რომლთა გამოც მთავარ ინჟინრებს თავიანთი სამსახური უყვართ.

11. მშენებლობის ხელმძღვანელი

ბედნიერების ქულა: 3.891

რეიტინგის თანახმად, მშენებლებს მუშაობის ყველაზე მოქნილი და თავისუფალი გრაფიკი აქვთ.

საოცნებო სამსახური: 20 ყველაზე "ბედნიერი პროფესია"

10. პროექტის ხელმძღვანელი

ბედნიერების ქულა: 3.908

პროექტის ხელმძღვანელები მაღალი ქულით აფასებენ როგორც უფროსობასა და კოლეგებს, აგრეთვე სამუშაო გარემოს.

9. ინტერნი/სტაჟიორი

ბედნიერების ქულა: 3.908

ინტერნები/სტაჟიორები აღნიშნავენ, რომ მათ მოსწონთ მოქნილი გრაფიკი, სამუშაო გარემო და ადამიანები, რომლებთანაც ისინი მუშაობენ.

8. პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი/ინჟინერი

ბედნიერების ქულა: 3.909

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია მოქნილი გრაფიკი და კოლეგები.

7. ადამიანური რესურსების მენეჯერი

ბედნიერების ქულა: 3.917

ადამიანური რესურსების მენეჯერებს უყვართ თავიანთი სამსახური სამუშაო გარემოს, კოლექტივისა და მოქნილი რეჟიმის გამო.

6. ავიადისპეტჩერი

ბედნიერების ქულა: 3.929

ავიადისპეტჩერებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია სამუშაო გარემო და კოლექტივი.

საოცნებო სამსახური: 20 ყველაზე "ბედნიერი პროფესია"

5. სავაჭრო წარმომადგენელი

ბედნიერების ქულა: 3.932

სავაჭრო წარმომადგენლები დიდად აფასებენ თავისუფალ გრაფიკს, ანაზღაურებასა და პრემიებს.

4. საკრედიტო ექსპერტი

ბედნიერების ქულა: 3.954

საკრედიტო ექპერტები აფასებენ ადამიანებს, რომლებთანაც მუშაობენ, ასევე, მუშაობის თავისუფლებას, პრემიებსა და ანაზღაურებას.

3. უძრავი ქონების აგენტი/რიელტორი

ბედნიერების ქულა: 4.029

კორპორატიული კულტურა და მოქნილი სამუშაო რეჟიმი – ესენია ბედნიერების მთავარი ფაქტორები უძრავი ქონების აგენტებისათვის. გარდა ამისა, ისინი აფასებენ კოლეგებსა და უფროსობას.

2. სისტემური ანალიტიკოსი

ბედნიერების ქულა: 4.060

სისტემური ანალიტიკოსებისთვის კმაყოფილების მიზეზთა სიის სათავეში არიან კოლეგები, უფროსობა და თავისუფალი სამუშაო გრაფიკი.

1. მეცნიერ-მუშაკთა/მასწავლებელთა თანაშემწე

ბედნიერების ქულა: 4.125

საოცნებო სამსახური: 20 ყველაზე "ბედნიერი პროფესია"

ყველაზე ბედნიერი პროფესიების რეიტინგს სათავეში უდგანან მეცნიერ-მუშაკთა/მასწავლებელთა თანაშემწეები. მათი ანაზღაურება დაბალია, მაგრამ თავიანთ პროფესიაში ყველაფერი უყვართ, დაწყებული ადამიანებით, რომლებთანაც მუშაობენ, დამთავრებული კორპორატიული კულტურითა და თავისუფალი სამუშაო გრაფიკით.

წყარო: ubr.ua

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური