GE

საქართველოს უნივერსიტეტის საკვირაო სკოლა

ფოტო –
1343

5 ნოემბრიდან, 2011წ – 4 დეკემბრამდე, 2011წ საქართველოს უნივერსიტეტი მე-12 კლასელებს სთავაზობს საკვირაო სკოლას, რომელიც გულისხმობს ინტერესის სფეროდან გამომდინარე ზოგადი კურსის გავლას სხვადასხვა დისციპლინებში.

ეროვნული გამოცდების მოსამზადებელი ზოგადი კურსები:

ჰუმანიტარული სკოლა – საკვირაო სკოლა ქართულსა და ინგლისურ ენებში.

მათემატიკისა და IT – საკვირაო სკოლა მათემატიკაში.

საჯარო ლექციები

ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა – ზოგადი კურსი ბიზნესში.

სამართლის სკოლა – ზოგადი კურსი სამართალში.

სოციალურ მეცნიერებათა სკოლა – ზოგადი კურსი, რომელიც მოიცავს მედიას, პოლიტიკას და საერთაშორისო ურთიერთობებს, ფსიქოლოგიას.

მათემატიკისა და IT-ის სკოლა – საჯარო ლექციები ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, ინჟინერიასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.

საკვირაო სკოლა ემსახურება მოსწავლეების უკეთ მომზადებას ეროვნული გამოცდებისათვის და ასევე მათ მიერ პროფესიის სწორად არჩევას. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საკვირაო სკოლებში ჩართული მოსწავლეები, მათი სურვილის მიხედვით გაივლიან სატრეინინგო პროგრამას პროექტის წერაში და მათთან ერთად დაიგეგმება პროექტები რომელიც განხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური