GE

“საქართველოს უნივერსიტეტმა” სტუდენტთა უფლებების ლიგისგან გაფრთხილება მიიღო

“სტუდენტთა უფლებების ლიგა” “საქართველოს” უნივერსიტეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას სტუდენტების პრობლემატიკით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

როგორც ლიგის პრეზიდენტი ნოდარ თათვიძე აცხადებს, მას სტატუსშეჩერებული სტუდენტები დახმარების თხოვნით მიმართავენ. თათვიძემ ერთ-ერთი სტუდენტის ნინო გორჯელაძის წერილიც განასაჯაროვა, სადაც სტუდენტი დახმარებას ითხოვს.

“მე ვარ ნინო გორჯელაძე საქართველოს უნივერიტეტის სტატუს შეჩერებული სტუდენტი. ჩემს მდგომარეობაშია 300 სტუდენტი, რომლებსაც სტატუსი შეგვიჩერდა თანხის გადაუხდელობის გამო, ეს თანხა იყო შემდეგი სასწავლო წლის, რომელიც უნდა დაგვეფარა წინასწარ ივნისის თვეში, შემდეგი სასწავლო წლის დაწყებამდე, ამ პრობლემას ისიც დაერთო რომ ჩვენ ვკარგავთ ერთ სემესტრს. ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი, იმედი იმის რომ შევძლებთ გავაგრძელოთ სწავლა და არ მოხდეს არანაირი შეფერხება და არანაირი სემესტრის დაკარგვა იმ მიზეზით, რომ ჩვენ ვერ შევძელით თანხა წინასწარ შეგვეტანა რომელიც მინიმუმ 3000 ლარია. ვიმედოვნებ, რომ გამოსავალს აუცილებლად ვნახავთ და 300 სტუდენტი გარეთ არ დარჩება,” – ნათქვამია სტუდენტის წერილში.

კიდევ ერთი საკითხი “საქართველოს უნივერსიტეტის” ლექტორებს ეხება.

როგორც “სტუდენტთა უფლებების ლიგაში” აცხადებენ, მათი ინფორმაციით, უნივერსიტეტში კვალიფიციური კადრების დეფიციტია.

“ასევე, სხვა სტატუსშეჩერებულმა სტუდენტებმა გვაცნობეს, რომ საქართველოს უნივერსიტეტში არ არის საკმარისი კვალიფიციური ლექტორი, ისინი აღნიშნავენ, რომ “საქართველოს” უნივერსიტეტი უფრო დიდ ყურადღებას აქცევს პირველკურსელებს და არავის სცალია მათი პრობლემების გასაზიარებლად, რაც ვფიქრობთ, რომ არის სტუდენტთა უფლებების დარღვევა, უმაღლესი სასწავლებელი უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ სტუდენტმა მიიღოს ხარისხიანი განათლება, ნებისმიერი სასწავლებელი, რომელიც სტუდენტს ანიჭებს სტუდენტის სტატუს ვალდებულია იფიქროს სტუდენტთა საკეთილდღეოდ, ჩვენ მოვუწოდებთ “საქართველოს უნივერსიტეტის” ადმინისტრაციას, რომ გაგებით მოეკიდოს სტუდენტთა პრობლემატიკას წინააღმდეგ შემთხვევაში ლიგის წარმომადგენლები სტუდენტებთან ერთად მივმართავთ შესაბამის ზომებს, უნივერსიტეტმა ვფიქრობთ, ხელი უნდა შეუწყოს სტუდენტთა დასაქმებას რათა მათ შეძლონ სწავლის თანხის გადახდა და არა მათი სტატუსის შეწყვეტას!!!” – აცხადებს საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძე.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური