სასკოლო განათლება – სახელმწიფოსა და ინდივიდის ინტერესების გასაყარზე
“იმისთვის, რომ გავარკვიოთ, თუ რა მიზანს ემსახურება ესა თუ ის ინსტიტუცია, საჭიროა, გავიგოთ, თუ საიდან ფინანსდება და როგორია მისი სტრუქტურა”,- ნოამ ჩომსკი.
თუ ამ მსჯელობას გავყვებით, ადვილად დავასკვნით, რომ სასკოლო განათლება სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება, უფრო მეტად რომ განვმარტოთ, სკოლები სახელმწიფოსთვის წარმოადგენს ინსტრუმენტს გარკვეული მიზნების მისაღწევად. ცნობილი ბრიტანელი განათლების მკვლევარი კენ რობინსონი სასკოლო განათლების 4 მიზანს გამოყოფს: სოციალური, კულტურული, პესრინალური და ეკონომიკური. ამ სტატიაში სწორედ ეკონომიკურ მიზნებს შევეხები. ის, რომ განათლების საშუალებით ეკონომიკური მიზნების მიღწევა შესაძლებელია, ბევრი ქვეყნის მაგალითი აჩვენებს (ფინეთი, სინგაპური) აღიარებულია, რომ აღნიშნულ ქვეყნებში კარგი სასკოლო სისტემა დაედო საფუძვლად ეკონომიკურ წინსვლას.
იმაზე, თუ როგორ ხედავს ჩვენთან სახელმწიფო სასკოლო განათლების როლს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით, ბევრ სხვადასხვა დოკუმენტში შეგვიძლია ვნახოთ. თუმცა, ამ შემთხვევაში, საინტერესოა იმის გაგება სამომავლოდ, როგორ წარმოუდგენია, როგორ აქვს დანახული სახელმწიფოს ზოგადი განათლების როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
ამ თემაზე საუბარია დოკმენტში “საქართველო 2020”, რომელიც ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 6-წლიან სტრატეგიას განსაზღვრავს. როგორც დოკუმენტში წერია, ქვეყნის სამომავლო ეკონომიკურ წინსვლაში წვლილი უნდა შეიტანოს როგორც სასკოლო, ისე ზოგადად, განათლების სისტემის სრულყოფამ – “ზოგადი განათლების სისტემის სრულყოფა ხელს შეუწყობს ადამიანური კაპიტალის მაღალი კვალიფიკაციის უზრუნველყოფას”,-აღნიშნულია დოკუმენტში. “საქართველო 2020”-ში ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი გაკეტებულია მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნების (ფიზიკა ქიმია ბილოგია ) როლზე.
მთავრობის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ჩამონათვალი ასეთია:
“მასწავლებელთა შეფასების სისტემის დანერგვა და განვითარება სწავლების ხარისხის, პროცესების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად; მასწავლებელთა პროფესიული და კარიერული განვითარების თანამედროვე მიდგომების შემუშავება და დანერგვა; განვითარების საფეხურების შესაბამისი სამოტივაციო პაკეტებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების შემუშავება; ადამიანური რესურსის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, არსებული ეროვნული სასწავლო გეგმის გადახედვა და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება; სწავლების პროცესში შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინება, განსაკუთრებით მათემატიკის, საბუნებისმეტყველო საგნების, ტექნოლოგიების და უცხო ენების სწავლების მიმართულებით“.
ანუ სახელმწიფო, გარკვეული საგნების წინა პლანზე წამოწევას ეკონომიკური წინსვლის მისაღწევ ერთ-ერთ ფაქტორად მიიჩნევს.
ცალსახად, არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მათემატიკის და ფიზიკის ბევრი კარგი სპეციალისტის მომზადება, ეს ვერ გაამართლებს მიზანს, თუმცა პოლიტიკის დამგეგმავების მხრიდან მსგავსი მიდგომა რამდენიმე პრობლემას წარმოაჩენს:
პრობლემა I – გარკვეული საგნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მიანიშნებს პოლიტიკის დამგეგმავების არასწორ ხედვას განათლების პროცესისა, რაც შესაძლოა, სხვა არასწორი ნაბიჯების წინაპირობა გახდეს. ვნახოთ რას ამბობს ამ საკითხზე მსოფლიოში ცნობილი განათლების ექსპერტი კენ რობინსონი: “ზოგჯერ, “ჭკვიან პოლიტიკოსებს” ჰგონიათ, რომ განათლებაში მთავარია საგნები, საგანთა ჯგუფი, თუმცა, აქ მთავარია მასწავლებელი და მოსწავლე და ამ ორ მთავარ კომპონენტს არ უნდა დავამატოთ სხვა არაფერი, თუ ის არ აუმჯობესებს პროცესს”.
პრობლემა II – არასწორ სიგნალს უგზავნის სკოლებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს – მათთვისაც ავტომატურად პრიორიტეტული ხდება ეს საგნები.
პრობლემა III – განათლების მიმართ მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება ერთ -ერთ ყველაზე პოპულარულ ჰილისტიკურ თეორიას, (სწორედ ამ თეორიაზე დააფუძნეს თავიანთი რეფორმები ფინეთმა, სინგაპურმა და კანადამ, ამ თეორიას იზიარებდნენ ჰეგელი, პლატონი) რომლის მიხედვთაც, განათლება ინდივიდში ბუნებრივად არსებული ნიჭის გამოვლენას და გაშლას გულისხმობს (რაც არ უნდა იყოს ის და არა მარტო გარკვეულ საგნები). სკოლა სწორედ ამაში უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს. ზემოხსენებულმა მიდგომამ, (გარკვეული საგნების პრიორიტეტად გამოცხდებამ), შესაძლოა, მოსწავლეთა გარკვეული კატეგორიის ბუნებრივი ტალანტიდან გადამისამართება გამოიწვიოს, რაც შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში, პიროვნების ტრაგედიასაც კი ნიშნავდეს. ამის კარგი მაგალითია სამხრეთ კორეა, (გამოირჩევა პრიორიტეტული საგნების გაძლიერებული და გადატვირთული სწავლებით) სადაც მოსწავლეები კარგ შედეგებს აჩვენებენ საერთაშორისო ტესტებში. ქვეყანა ეკონომიკურადაც განვითარებულია, თუმცა მაღალია მოზარდებში თვითმკვლელობების რიცხვი, რასაც ექპერტები სწორედ სასკოლო სტრესს უკავშირებენ.
P.S. ამ სტატიის მიზანი არ არის, რომ პასუხი გასცეს კითხვას – რომელი უფრო მნიშვნელოვანია ინდივდის, თუ სახელმწიფოს მისწარეფება? მიზანია წარმოაჩინოს პრობლემები, რაც შესაძლოა, განათლების მიმართ დოკუმენტში “საქართველო 2020” წარმოდგენილმა მიდგომებმა გამოიწვიოს. ახალ დოკუმენტში უფრო მეტად უნდა ყიფილყო გააზრებული ის, თუ რას ნიშნავს სწორი მიდგომა განათლებისადმი, რაც საფუძველს დაუდებდა სწორი სამოქმედო გემის შემუშავებას.
მუხრან გულიაშვილი
სასკოლო კვლევების ცენტრი
- „ან უნდა გიყვარდეს, ან უნდა გეშინოდეს?!“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი
- რა ხდება, როცა ბავშვები განათლების გარეშე რჩებიან? – „უპასუხისმგებლო მასწავლებელი არა მარტო ბავშვის სასწავლო პროცესს აფერხებს“ by განათლებული ბლოგი
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი