სასკოლო სახელმძღვანელოს გრიფირებამდე მისი რეცენზირების პროცესში მშობლებიც ჩაერთვებიან – ცვლილება კანონში
მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის ხელმოწერით, ცვლილება შევიდა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამის ბრძანებაში.
კერძოდ, მე–2 მუხლს დაემატა ახალი ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზეც კანონში გაჩნდა ქვეთავი სახელწოდებით „მშობელთა ჩართულობა“, რაც ითვალისწინებს შემდეგს:
„მშობელთა ჩართულობა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის მშობლისთვის ან კანონიერი წარმომადგენლისთვის (შემდეგში – მშობელი) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის (ანონიმური ეგზემპლარი) გაცნობისა და მათზე არგუმენტირებული შენიშვნა/რეკომენდაციის წარდგენის შესაძლებლობა.“
ბრძანებაში განმარტებულია, რომ საზოგადოებრივი საწყისებიდან გამომდინარე, სახელმძღვანელოს რეცენზირების პროცესში ხორციელდება მშობლების ჩართულობა და მშობელს ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს და გაეცნოს სახელმძღვანელოს/სერიის ანონიმურ ეგზემპლარს და წარმოადგინოს მასზე საკუთარი არგუმენტირებული შენიშვნა ან რეკომენდაციები.
რაც შეეხება მშობელთა შერჩევას, როგორც ბრძანებაში წერია, „რეცენზირების პროცესში მშობელთა შერჩევის, მათი ჩართულობის წესი და პირობები განისაზღვრება სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესით“.
რაც შეეხება მშობლის მიერ გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინების ნაწილს, ცვლილების თანახმად, მშობელთა მიერ გამოთქმული შენიშვნა/რეკომენდაციების გაზიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი საგნობრივი ჯგუფის წევრთა ხმათა უმრავლესობით, იმ შემთხვევაში, თუკი მაკეტზე გამოთქმული შენიშვნა/რეკომენდაცია მიმართულია მაკეტის გაუმჯობესებისკენ, საკმარისად დასაბუთებულია და მისი გათვალისწინება განპირობებულია აუცილებლობით.
-
კარდიოლოგიის რეზიდენტი: „ყურადღების მიღმა რჩება ის მიზეზები, რასაც ექთნების დეფიციტთან მივყავართ“
by განათლებული ბლოგი
-
მოსწავლის მიერ მუშაობის დაწყება სკოლის მიტოვების ერთ-ერთი მიზეზია – უახლესი სტატისტიკა და მიზეზების ჩამონათვალი
by ARIS.GE-განათლება
-
რომელია მართებული: „აღდგომის ბრწინვალე დღესასწაული“, თუ „შობის ბრწყინვალე დღესასწაული“? – სწორი ფორმის შესახებ
by ARIS.GE-განათლება