GE

საუკეთესო ბიზნეს სკოლები ფინანსების დარგში

Bloomberg Businessweek-მა ჩაატარა ონლაინ გამოკითხა საუკეთესო ბიზნეს სკოლების გამოსავლენად. კვლევაში წლევანდელი დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტები მონაწილეობდნენ, მათ უნდა დაეფიქსირებინათ შთაბეჭდილებები ბიზნეს სკოლის შესახებ, სკოლაში მოხვედრის დღიდან სამსახურის პოვნამდე.

ბაკალავრიატის სტუდენტებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით ფინანსები სარგებლობს. რეიტინგი ეფუძნება სტუდენტების პასუხებს შეკითხვებზე, რომლითაც მათ სთხოვეს მოეხდინათ მათთვის შეთავაზებული საფინანსო პროგრამების კლასიფიცირება. სკოლების ადგილმდებარეობა რეიტინგში გამოითვლება მინიჭებული ქულებით – ქულები ენიჭება თითოეულ პასუხს – “A”-დან “F”-მდე. რაც უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვს სკოლას, მით უფრო მაღლა ხვდება რეიტინგში. რეიტინგი ეფუძნება საშუალო მონაცემებს. თუ სტუდენტისთვის არ იყო გასაგები შეკითხვის არსი, შეეძლო დაეფიქსირებინა N/A, ამდენად, მათი პასუხი არ ჩაითვლებოდა. სრულ 124 ბიზნეს სკოლის რეიტინგში საშუალო მაჩვენებელი 1.45 იყო. ჩამონათვალის თავში მოხვდა ჯორჯთაუნის McDonough School of Business, 1.11 მაჩვენებლით.

McDonough-ში, სტუდენტების პასუხები მკაცრად იყო აქცენტირებული ფინანსებზე, აქტიური სტუდენტებით შევსებულ საინიციატივო ჯგუფებზე და Wall Street ფირმების (როგორიცაა Citigroup (C) და JPMorgan Chase (JPM)) მიერ ახალწვეულებით რიგების შევსებაზე.
McDonough-ის ბიზნეს სკოლების ყოველი წლის კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი იკავებს ფინანსური მომსახურების პოზიციებს, რეიტინგში მოხსენიებული ყველა სკოლიდან დაახლოებით 25% -მა და ბევრმა სტუდენტმა აღნიშნა McDonough-ის დამამთავრებელი სტუდენტების ყოფნა ტოპ საფინანსო ფირმებში.

ჯორჯთაუნის კვალდაკვალ რეიტინგში არიან ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა და პელსივანიის უნივერსიტეტის ვორტონის სკოლა.
ფინანსებში ტოპ-ბიზნეს სკოლების რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:

1.ჯორჯთაუნი (McDonough) 1.114
2.ვაშინგტონის უნივერსიტეტი (Olin) 1.12
3.პელსივანია (Wharton) 1.125
4.ნოტერდამი (Mendoza) 1.128
5.კორნელი (Dyson) 1.147
6.ჩრდილოეთ კაროლინა – Chapel Hill (Kenan-Flagler) 1.154
7.ბოსტონის უნივერსიტეტი 1.155
8. ემორი (Goizueta) 1.171
9. ნიუ იორკი (Stern) 1.174
10. ბოსტონის კოლეჯი (Carroll) 1.181

წყარო: www.businessweek.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური