სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის მსურველ სტუდენტთა შედეგები ცნობილია

სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ორგანიზებული შიდა კონკურსების (სახელოვნებო შემოქმედებითი/სასპორტო ტური) შედეგები ცნობილია.
როგორც დღეს, 6 თებერვალს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სახელოვნებო შემოქმედებითი/სასპორტო ტურის შედეგებისა და სარეიტინგო ქულების გაგების მიზნით სტუდენტებმა უნდა მიმართონ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვისთვის სტუდენტებს:
ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ დაწესებულების მიერ ორგანიზებული სახელოვნებო შემოქმედებითი/სასპორტო ტური;
2. მობილობის პორტალზე (students.emis.ge) დაფიქსირებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი არჩევანი და გადახდილი უნდა ჰქონდეთ მობილობის საფასური;
როგორც განათლების მართვის სისტემა განმარტავს, სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობით ჩარიცხვა დამოკიდებულია დაწესებულების მიერ ორგანიზებული შიდა კონკურსის (ტურების) შედეგებზე – გამოცხადებული თავისუფალი ადგილებისა და შიდა კონკურსში მიღებული სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით.
“მობილობის ელექტორნულ პორტალზე students.emis.ge სტუდენტთა რეგისტრაციები დასრულდება 8 თებერვალს 18:00 საათზე. შესაბამისად აღნიშნული ვადის დასრულებამდე მობილობის პორტალზე შესაძლებელია ნებისმიერი ცვლილების (რედაქტირების) განხორციელება (პროგრამის შეცვლა, არჩეული პროგრამის წაშლა, ახლის დამატება და ა.შ.)”, – ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ:
სტუდენტთა მობილობისთვის რეგისტრაცია დაიწყო – 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
-
„დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ მიმღებ უნივერსიტეტს“ – სტუდენტთა მობილობის შედეგები ცნობილია by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
რა უნდა იცოდეს სტუდენტმა უკვე მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესახებ – აკრძალვები და უფლებები by ARIS.GE-განათლება
-
სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირებისთვის საგამოცდო ცენტრები და ქცევის წესები გამოქვეყნდა by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა