GE

სტუდენტთა მობილობისთვის რეგისტრაცია დაიწყო – 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობა დაიწყო. სტუდენტებს, რომლებსაც უნივერსიტეტის ცვლილება აქვთ გადაწყვეტილი, მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია 2023 წლის 30 იანვრიდან – 2023 წლის 08 თებერვლის 18:00 საათამდე აქვთ.

მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა განმარტავს, რომ ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 და შემდგომი წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებული საგანი/საგნები (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).

სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი, 2022 წლის 03 თებერვლამდე გადის კონკურსს დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.

მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება 2023 წლის 10 თებერვალს.

იხილეთ მობილობის ბუკლეტი

ასევე იხილეთ:

„ერთხელ და სამუდამოდ, დიპლომების განათლებიდან ცოდნის განათლებაზე უნდა გადავიდეთ“ – განათლების კომიტეტის თავმჯდომარე EDU.ARIS.GE-სთან 2022 წელს აჯამებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური